უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტი თბილისის მერს დახმარებას თხოვს

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტი თბილისის მერს დახმარებას თხოვს

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ირინა მოსეშვილი ქალაქ მოდენის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტი  თბილისის მერს, დავით ნარმანიას დახმარებას თხოვს.

მოსეშვილის წერილს "ქუთაისი თუდეი" უცვლელად აქვეყნებს. როგორც ის წერს, მისი მეუღლეც ავად არის, გადაადგილება არ შეუძლია, თბილისში შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის ფულს ვერ იხდის და მათ ამ დღეებში გამოსახლება ემუქრებათ.

"7 წელია გადახვეწილი ვარ იტალიაში ოჯახის სარჩენად. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მეუღლე, რომელიც მძიმე სამუშაოს გამო დაინვალიდდა. მათ გამო თავდაუზოგავად ვშრომობდი, მეუღლის გამოჯანმრთელებისთვის ვზრუნავდი, რომ ოჯახს საკვები და თავზე ჭერი ჰქონოდა. მაგრამ მუდმივმა ჯაფამ და ნოსტალგიამ არც მე დამინდო. ჯერ საქართველოში ოჯახის სანახავად ჩასულს ინსულტი მომივიდა, რომელიც თურმე უკვე მეორედ, სოციალ-პარალიზებული მქონდა ხელ-ფეხი. ექიმები არ მირჩევდნენ, მაგრამ მაინც ერთ თვეში იტალიაში იმის გამო წავედი, რომ სამსახური არ დამეკარგა და თან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არ მინდოდა გამოვცლოდი ოჯახს. სამ კვირაში მესამედ დამარტყა ინსულტმა. ახლა ვწევარ იტალიაში, მოდენის საავადმყოფოში.

ვერ იგებენ ექიმები, საიდან მოდის ეს გახშირებული ინსულტები. არ ვიცი, რა მიწერია ხვალ. მიყვარხართ ყველა, ვისაც შეგიძლიათ დახმარება, განსკუთრებით ჟურნალისტებს - მე ხომ თქვენი კოლეგა ვიყავი, იქნებ მიაწვდინოთ ჩემი ხმა ჩვენს მთავრობას. დაეხმარეთ, იქნებ გადამირჩინოთ ჩემი პატარები ქუჩაში გაყრისგან. 13 წელია ქირით ვართ. გეფიცებით, უკვე იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, არ მიღირს ჩემი სიცოცხლე ჩემი ოჯახის გარეშე არაფრად. გეხვეწებით დაეხმარეთ ჩემს პატარებს. მე არ ვიცი, ხვალ რა მიწერია" , - წერს ირინა მოსეშვილი.

წყარო: "ქუთაისი თუდეი"

kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა