რომის პაპის თქმით, ცხოველები სამოთხეში ხვდებიან

რომის პაპის თქმით, ცხოველები სამოთხეში ხვდებიან

ვატიკანში, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს, რომის პაპმა შინაური ცხოველების პატრონებს სასიამოვნო სიახლე მოახსენა. პაპის თქმით, საიქიოში ადამიანების გარდა, ცხოველებიც ხვდებიან. განცხადება მესაზე მისული პატარა ბიჭუნას მისამართით იყო ნათქვამი, რომელიც საკუთარი ძაღლის სიკვდილმა დაამწუხრა."წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ამ ბრწყინვალე გეგმის განხორციელება ყველაფერს მოიცავს, რაც ჩვენს გარშემოა, ყველაფერს, რაც ღმერთმა შექმნა. სამოთხე ღიაა ღმერთის ყოველი ქმნილებისთვის".

77 წლის პონტიფიკოსის მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედისგან, რომელიც თვლიდა, რომ ცხოველები სამუდამო ცხოვრებისთვის არ არიან "გაჩენილები". აღსანიშნავია, რომ ფრანცისკი არ არის პირველი პაპი, რომელიც ამას აცხადებს. იმავე პოზიციას იზიარებდა იოანე პავლე მეორეც, რომელიც თვლიდა, რომ ცხოველებს ისევე აქვთ სული, როგორც ადამიანებს".

აღსანიშავია, რომ ფრანცისკმა ადამიანების არა მხოლოდ ღმერთისადმი მსახურებაზე ილაპარაკა, არამედ ზოგადად, ყველა ცოცხალი არსების წინაშე. "უფლებადამცველობა არ ეხება მხოლოდ ადამიანებს, იგი მოიცავს ყველაფერს ცოცხალს, რაც ამ პლანეტაზე არსებობს. ღმერთმა მოგვიწოდა, გვიყვარდეს მის მიერ შექმნილი ყველა ცოცხალი არსება".

მომზადებულია businessinsider.com -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს