რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა

რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მკვიდრს ნონა თაბაგარს, რომელიც მეწყერის გამო სახლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად ახალციხეში გადავიდა, დროებით ბინის ქირას ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაუხდის.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე ამბობს, მეწყერით დაზარალებული ოჯახისთვის ბინა დევნილთა სამინისტოს უნდა ეყიდა, საცხოვრებელი ფართი თავად ოჯახმა შეარჩია, თუმცა სამინისტრომ იმის გამო, რომ ბინა ავარიული იყო, დაიწუნა.

"ამ ოჯახისთვის 20 ათასი ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ბინა დევნილთა სამინისტროს უნდა ეყიდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის ბინა ავარიული იყო და ამიტომ სამინისტრომ აღარ შეისყიდა. სანამ ახალ ბინას ნახავენ, მათ ქირას ისევ გამგეობა გადაუხდის", - ამბობს გელა ნოზაძე.

იმისთვის, რომ გამგეობამ თაბაგარების ოჯახს ბინის ქირა გადაუხადოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო. გამგეობა ოჯახს ქირას, საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გადაუხდის.

"ამ ოჯახისთვის ბიუჯეტში 1500 ლარი გავითვალისწინეთ. ერთი წლის განმავლობაში ყოველ თვეში 150 ლარს გადავუხდით", - ამბობს გელა ნოზაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა