ზვიად გამსახურდიას ვაჟი და ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია გუშინ კახეთში გამართულ აქციას ეხმაურება, სადაც ავარეთ-ყვარელის გზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ადგილობრივი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავარელები სკანდირებდნენ - "რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!".
"მე მახსოვს, როდესაც ეროვნული მოძრაობის დროს მოხდა მსგავსი ინციდენტი ყვარელში. სწორედ დაღესტნელები აქტიურობდენ მაშინ... ჯერ ახლა რა დღეში არიან, და მაშინ წარმოიდგინოთ ალბათ შეგიძლიათ რა იქნებოდა... მახსოვს, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და კერძოდ, ზვიადი ჩავიდნენ და საკმაოდ ხისტად და აგრესიულად უპასუხეს მათაც. აქვე ვიტყვი, რომ შესაძლოა ეროვნული მოძრაობის პერიოდში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, თუ არაერთხელ გადავამეტეთ ქართველებმა, დიახაც მეტი მოთმინება უნდა გამოგვეჩინა... მაგრამ ახლა შეგიძლიათ შეაფასოთ თავად, როგორი ასატანი იყო ეს ყველაფერი მაშინ, როცა არ გაგაჩნდა სახელმწიფო და ამათ უკან პრაქტიკულად ღიად იდგა სსრკ უშიშროების კომიტეტი... როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად არაქართველების დიდი ნაწილი სამშობლოდ მეზობელ ქვეყნებს მიიჩნევდა! (ამის შეცვლა ბოლომდე განვლილმა ოცდახუთმა წელმაც ვერ შეძლო, სამწუხაროდ).
და ისიც მახსოვს, ათასი ჯურის ბოზები, ბერძენიშვილები, ზაქარეიშვილი და ა.შ. როგორ იხვევდნენ ამ ყველაფერს ხელზე და ათას უბედურებაში ადანაშაულებდენ გამსახურდიას. საინტერესოა, დღეს რა რეაქცია ექნებათ ამ ვიდეოზე ამ კაცუნებს, როცა თავად არიან ხელისუფლებაში?!", - წერს გამსახურდია.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ყვარელში ავარეთ-ყვარელის გზის მშენებლობა გააპროტესტა. როგორც "დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" დირექტორმა, მუხრან ბურჭულაძემ განაცხადა, აღნიშნული გზის მშენებლობა კახეთის ოკუპაციას გამოიწვევს.
"არასდროს დავუშვებთ, რომ ბეტონის გზატკეცილი გაუხსნას საქართველოს ხელიუფლებამ რუსულ ტანკებს. რუსული ტანკები და უკონტროლო ბაზრები ვერ უშველის საქართველოს ეკონომიკას. ბოლომდე ვიდგებით აქ და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, რომ ავარეთ-ყვარელის გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, არასამთავრობოების მშვიდობიან აქციაზე ადგილობრივი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავარელები გამოჩნდნენ, მაისურებზე წარწერით - რუსეთი. ისინი სკანდირებდნენ - "რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!"
აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.