ამ ექიმის მცდარ კვლევას უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

ამ ექიმის მცდარ კვლევას უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

ეს ამბავი მართლაც უნიკალური და საბედისწეროა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერმა ენდრიუ ვეიკფილდმა სამედიცინო გამოცემაშიThe Lancet-ი გამოაქვეყნა კვლევა, რომ ვაქცინაცია პირდაპირ კავშირში იყო აუტიზმთან და სხვა დაავადებებთან, რომლებიც ბავშვებს უჩნდებოდათ. მისმა "მეცნიერულად დადასტურებულმა" ინფორმაციამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სანამ მას სხვა მეცნიერები ეკამათებოდნენ და მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიები, ძალიან ბევრი მშობელი, რომელსაც ისედაც ეშინოდა აცრების, კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყო და უამრავი ბავშვი პრინციპულად არ აცრეს. რასაკვირველია, ამას არც ისე იშვიათად მოჰყვა ცუდი შედეგები – აუცრელი ბავშვების გარკვეულ ნაწილს ინფექციური დაავადებები ემართებოდა, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობდა და ლეტალურადაც კი დასრულებულა.

ამასობაში ექიმს სასამართლო პროცესები ჰქონდა სამედიცინო კომპანიებთან, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა ყოველ ჯერზე სასამართლო მისი მარცხით სრულდება. მოგვიანებით ჟურნალმა The Lancet-მაც ბოდიში მოიხადა პუბლიკაციის გამო მკითხველის წინაშე.

ვეიკფილდი კი არ ცხრებოდა და მასშტაბურ კამპანიას აწარმოებდა ვაქცინაციის წინააღმდეგ, მშობლებს უფრო და უფრო აშინებდა. მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოაშკარავდა ექიმის თაღლითობა – როგორც გაირკვა, ის მხოლოდ იმ მონაცემებს იყენებდა, რომლებიდანაც გამოდიოდა, თითქოს ბავშვები ვაქცინაციის შემდეგ ავადდებოდნენ. იმ შედეგებს, რომლებიც მის თეორიაში არ ჯდებოდა, უბრალოდ უარყოფდა. და გამუდმებით ატარებდა უსარგებლო და ბავშვებისთვის საკმაოდ მავნე ტესტებს. რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს? არსებული ვაქცინების დისკრედიტაციის ფონზე ვეიკფილდმა საბუთები შეიტანა ახლის მისაღებად, რომელიც მის მიერ იყო შემუშავებული და მისი გათვლებით, მთელი მსოფლიო მის მეთოდზე გადავიდა. შესაბამისად, ეს მოუტანდა მას დიდ აღიარებას და უზარმაზარ ფულს. ათი მშობლიდან რვა მართლაც აცრებს უკავშირებდა ბავშვების დაავადებებს და ექიმებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ საპირისპიროში დაერწმუნებინათ. საბოლოოდ ვეოკფილდის მაქინაციები გამოაშკარავდა და მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არაფერი მოუგონია უამრავი საშიში დაავადებისგან თავის დასაცავად.

ბოლო პერიოდში ვაქცინაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ექიმ მარკ რენდოლს უკავშირდება. ეს ვაქცინების მკვლევრის ფსევდონიმია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებში. მარკი დაახლოებით 15 წელია წამოვიდა სამსახურიდან. მისი თქმით, შოკირებული იყო იმით, რაც ნახა და აღმოაჩინა. მას მერე ვაქცინაციის აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცა.

რაც მსოფლიო მასშტაბით კვლავ დაიწყო აგიტაცია ვაქცინაციის აუცილებლობაზე, მან გადაწყვიტა, სიჩუმე დაერღვია:

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს