მილიარდერები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ

მილიარდერები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბევრი მილიარდერი საკუთარ მილიონებს ძვირადღირებული ავტომობილების ექსკლუზიურ მოდელებზე, პირად თვითმფრინავებსა და მდიდრულ იახტებზე ხარჯავს. თუმცა არიან მილიარდერები, რომლებიც ქონების ნახევარზე მეტს ალტრუისტული მიზნებისთვის იყენებენ და მილიონობით თანხებს არ იშურებენ ქველმოქმედებისთვის. არიან ისეთი მილიარდერებიც, რომლებიც სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელი ქონების დატოვებას არა საკუთარი შვილებისთვის, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გეგმავენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ცნობილი მილიარდერების მემკვიდრეები საერთოდ ქონების გარეშე დარჩებიან - მდიდარი და ქველმოქმედი მამების ქონებისგან მათ მხოლოდ მცირედი პროცენტი შეხვდებათ.

უორენ ბაფეტი

ქველმოქმედ მილიარდერთა ჩამონათვალში რა თქმა უნდა, უორენ ბაფეტია. ცნობილმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დადო პირობა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოხმარდება. ”მინდა ჩემს შვილებს იმდენი მივცე, რომ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც უნდათ და არა იმდენი, რომ საერთოდ არაფერი გააკეთონ”, - ამბობს სამი შვილის მამა უორენ ბაფეტი, რომლის ქონება ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 73,5 მილიარდი დოლარია.

E-bay-ის დამაარსებელი პიერ ომიდიარი

31 წლის ასაკში გამილიარდერდების შემდეგ, პიერ ომიდიარიმ ქველმოქმედება ცხოვრების მთვარ მიზნად გაიხადა. 2011 წელს კი ხელი მოაწერა ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის ფილანტროპულ ორგანიზაციაში ”ჩუქების ფიცი” გაწევრიანებას. მოგვიანებით კი თავად დააარსა ფილანტროპული საინვესტიციო კომპანია Omidyar Network. პიერ ომიდიარი და მისი მეუღლე ასევე დიდძალს თანხებს გასცემენ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ფრანგი მილიარდერის ქონება 2014 წლის ივლისის მონაცემებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნიო იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი

ამერიკელი პოლიტიკოსის, ბიზნესმენისა და ფილანტროპის წლიური შემოსავალი ნიუ იორკის მერობის დროს 1 მილიონი დოლარი იყო. თუმცა, თითქმის მთელ შემოსავალს მდიდარი ამერიკელი მერი ქველმოქმედებას ახმარდა და რამდენიმე მილიონი დოლარი შესწირა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს, კარნეგის კორპორაციასა და უამრავ არაკომერციულ ორგანიზაციას. ”თითქმის მთელ ჩემს პირად კაპიტალს ან ქველმოქმედებას მოვახმარ ან ჩემს საქველმოქმედო ფონდს დავუტოვებ”, - განაცხადა მაიკლ ბლუმბერგმა ორგანიზაცია ”ჩუქების ფიცში” გაწევრიანებისას. ნიუ იორკის ყოფილ მერს ორი ქალიშვილი ჰყავს, მისი ქონება კი 19,5 მილიარდი დოლარია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს