ორი გალაქტიკის შერწყმის უნიკალური მოვლენა (+ ფოტო)

ორი გალაქტიკის შერწყმის უნიკალური მოვლენა (+ ფოტო)

მეცნიერებმა ორი სპირალური გალაქტიკის შერწყმის გამოსახულება მიიღეს. გალაქტიკები 130 მილიონი სინათლის წლით არიან დედამიწისგან დაშორებული.

ასტროფიზიკოსებმა ჩანდრა იქს რეის ობსერვატორიის დახმარებით მიიღეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი გამოსახულება, რომელზეც ორი სპირალური გალაქტიკის - ჯისი 2207-ს და აისი 2163-ს შერწყმაა ასახული.

ეს ორი გალაქტიკა შეიცავს უამრავ ვარსკვლავს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ, ულტრა კაშკაშა რენტგენულ მასებს, ზეციურ ობიექტებს, რომელთაც ძლიერი რენტგენული გამოსხივება გააჩნიათ.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ გალაქტიკებში სამი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ამ ორი გალაქტიკის შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათში მიმდინარეობს ვარსკვლავების წარმოქმნის აქტიური პროცესი.

ვიდეო გამოსახულებაზე ორი გალაქტიკა ერთმანეთისკენ იძვრის, რაც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის სტიმულია. ამ ორმა ციურმა სხეულმა ერთმანეთში აღრევა ჯერ კიდევ 40 მილიონი წლის წინ დაიწყეს. ასტროფიზიკოსების თქმით, კიდევ მილიარდი წელი უნდა გავიდეს, სანამ გალაქტიკები საბოლოოდ შეერწყმებიან ერთმანეთს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს