18 წლის მძღოლის ისტორია, რომელმაც დედის დაბადების დღის მისალოცი სიმღერის ჩასაწერად სტუდია Sun-ს მიაკითხა, თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის. სამაგიეროდ, ელვის პრესლის თაყვანისმცემლებიდან შეიძლება ბევრმა არ იცოდეს მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება დედისადმი, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც.
სწორედ დედის დამსახურება იყო, რომ მემფისელი მოკრძალებული ყმაწვილი მოგვიანებით ნამდვილ ლეგენდად იქცა.
გლედის პრესლი სულს არ იშურებდა შვილისთვის. ოდესღაც 8 დოლარად გიტარა უყიდა (ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ ეს ნამდვილი მეფური საჩუქარი იყო) და უთხრა: "მჯერა, რომ დიდი მუსიკოსი გახდები, შვილო". ელვისს სტუდიის შერჩევაშიც გაუმართლა. მისი მფლობელი სემ ფილიპსი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა თეთრკანიან ბიჭს, რომელიც შავკანიანივით იმღერებდა. ელვისი სწორედ ასეთი იყო. როგორც კი მისმა შესრულებულმა სიმღერამ That's all right, mama-მ (ყველაფერი კარგადაა, დედა!) ადგილობრივ რადიოპროგრამაში გაიჟღერა, სტუდიაში 40-მა ადამიანმა დარეკა და სიმღერის გამეორება ითხოვა. ფილიპსმა ელვისისგან ტენესის შტატის ვარსკვლავი შექმნა. სტუდია RCA Records-ის მენეჯერმა ტომ პარკერმა კი ბიჭს მთელ ამერიკაში მოუტანა უდიდესი აღიარება. მან სემ ფილიპსს ელვისში 40 000 დოლარი შესთავაზა, სემმაც ვერ გაუძლო ცდუნებას...
ელვისი პირველი მომღერალი იყო, რომელმაც სიმღერის გაყიდვის მილიონიან ტირაჟს მიაღწია. თუმცა თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, მუსიკოსი დედას გვერდიდან არ შორდებოდა და ნაირ-ნაირი სიურპრიზებით ახარებდა.
გაგრძელება