გჯერათ, რომ კაცებს ქალებზე ნაკლები ჭკუა აქვთ? არადა სიმართლე ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ასე ამბობს. ეს დასკვნა დარვინის პრემიის ლაურიატების შემაჯამებელმა ანგარიშმა დაადასტურა. დარვინის პრემია ყველაზე სულელური მიზეზით გარდაცვლილ ადამიანებს ენიჭებათ (რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ). ცოტა ხნის წინ პრემიის ორგანიზატორებმა 20 წლის სტატისტიკა შეაჯამეს. სწორედ ამ ანგარიშით გაირკვა, რომ სულელური მიზეზებით დაღუპულები თითქმის სულ კაცები არიან. უფრო ზუსტად, მამაკაცები დაღუპულთა 90%-ს შეადგენენ.
ჩარლს დარვინის პრემიის ლაურეატები გამორჩეულად სულელური მიზეზით დაღუპული ადამიანები ხდებიან. მაგალითად, ერთმა კაცმა მატარებლით უბილეთოდ მგზავრობის ჭკვიანური ხერხი მოიფიქრა - სუპერმარკეტიდან ურიკა მოიპარა და მატარებელს გამოაბა... 2 მილის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. დარვინის პრემია სამართლაიანად ერგო ერთ ტერორისტს - მან თავისივე ხელით დანაღმული წერილი გახსნა, როცა ის ფოსტამ მარკის არარსებობის გამო უკან დაუბრუნა... აი, ასეთი მიზეზებით ქალები პრაქტიკულად არ იღუპებიან.