ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს - 2014 წლის ყველაზე გავლენიანი მოზარდები

ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს - 2014 წლის ყველაზე გავლენიანი მოზარდები

იმ ბავშვების შემხედვარეს, რომლებმაც 2014 წელს საკუთარ თავზე მსოფლიო აალაპარაკეს, მართლაც გეიმედება, რომ შეიძლება მათ შეძლონ და სამყარო უკეთესი გახადონ. უმრავლესობას საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი გზა აქვს არჩეული. მაშ ასე, ბავშვები, რომელთაც თანატოლებისა და უფროსების სამყარო შეცვალეს 2014 წელს.

მალალა იუსუფზაი 17 წლის უფლებათა დამცველია, რომელმაც თალიბების თავდასხმა და მრავალი ჭრილობა გადაიტანა მშობლიურ პაკისტანში. თუმცა ამ ყველაფერმა ჩვეულებრივი პაკისტანელი გოგონა წელს ნობელის პრემიის ლაურეატად აქცია.

მალალა დღესაც აგრძელებს საქმიანობას და თანამემამულეებს ეხმარება განათლების მიღებაში, მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს ლტოლვილი ბავშვებისადმი. თავის ქალაში სამუდამოდ დარჩა ტიტანის ფირფიტა, რომელიც მას მერე ჩაუდგეს ქირურგებმა, რაც სასწაულებრივად გადაურჩა თავში ნასროლ ტყვიას, სამუდამოდ დაეკარგა სმენა, თუმცა ამბობს, რომ არ ნანობს თავის არჩევანს – იცხოვროს ხალხის საკეთილდღეოდ.

ემერ ჰიკი, კიარა ჯაჯი და სოფი ჰლი-ტოუ – 17, 16 და 17 წლის მეცნიერები ირლანდიელები არიან, თანაკლასელები, რომლებმაც Google Science Fair-ის კონკურსზე გაიმარჯვეს. მათმა პროექტმა გააოგნა მსაჯები – თეორიულად მას შეუძლია გლობალური სამეწარმეო კრიზისის დაძლევა. გოგონებმა გაარკვიეს, რომ ბაქტერია დიაზოტროფის მეშვეობით შეიძლება, გარკვეული კულტურები უფრო ნაყოფიერი გახდეს და მოსავალი გაიზარდოს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს