მამაკაცი ორიგინალურად ხელის თხოვნის დროს დაიმტვრა

მამაკაცი ორიგინალურად ხელის თხოვნის დროს დაიმტვრა

ჰოლანდიის ქალაქ იზელშტეინში მამაკაცი შეყვარებულისთვის ორიგინალურად ხელის თხოვნას აპირებდა. მან დაიქირავა ამწე და კონსტრუქტორი, რათა საყვარელი ქალის საძინებლის ფანჯრის წინ დაშვებულიყო. ის ამწეს კაბინაზე აპირებდა სერენადის შესრულებას, შემდეგ კი ჩამუხვლას და შესაფერისი კითხვის დასმას. სამწუხაროდ, გეგმა ჩაიშალა, როდესაც ამწე მწყობრიდან გამოვიდა, გადმოტრიალდა და შედეგად, მამაკაცი მეზობელი სახლის სახურავზე ჩავარდა.

მამაკაცს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. სასიკეთო ინფორმაცია კი ისაა, რომ გოგონამ მას ცოლობაზე თანხმობა განუცხადა და წყვილი პარიზში გაემგზავრა. ქალაქის მერმა კი აღმოაჩინა, რომ შემთხვევის ადგილზე შენობები რესტავრაციას საჭიროებდა და სამუშაოები დროულად დაიწყო.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს