ქართულმა ჭაჭამ ჩიკაგოში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართულმა ჭაჭამ ჩიკაგოში ვერცხლის მედალი მოიპოვა

26 ნოემბერს სასმელების ტესტირების ინსტიტუტმა, ჩიკაგოში გამართული ღონისძიების დროს, ქართულ ”მარანის ჭაჭა საფერავს” ვერცხლის მედალი გადასცა. ”ნათელი ფერი, კომპლექსური, ხილის სასიამოვნო არომატი, პრალინი, მოხალული თხილი და ხილის მშრალი კანი, ხორბლის სუფთა კრემი, ვანილის და თაფლის კოქტეილი და ბოლოს პაპაია. გემრიელი და ელეგანტური სასმელი”, - ნათქვამია გამარჯვების ”მოწმობაში”.

Beverage Testing Institute მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც სპირტიანი სასმელების, ღვინოს, არყის და ლუდის შესაფასებელ რევიუებს ადგენს. რეიტინგები 96-დან 100 ქულამდე ვარირებს. გარდა ამისა, კომპანია იყენებს ჩიკაგოს სადეგუსტაციო ლაბორატორიასაც.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს