სოფო ბედიას ლამაზ ქალურ ფორმებზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როცა მომღერალი პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე. ''ჯეოსტარის'' შემდეგ სოფომ 22 კილოგრამი დაიკლო.
- სოფო, ქალებს ყოველთვის გვჭირდება სტიმული იმისთვის, რომ ფორმაში ვიყოთ, წონაში დავიკლოთ. შენთვის რა იყო ეს სტიმული?
- უბრალოდ მინდოდა ფორმაში ვყოფილიყავი. მომღერალი ვარ, სცენაზე ვდგავარ და ეს ყოველთვის მჭირდება. რომ გითხრათ, ვიშიმშილე ან რაიმე კონკრეტული დიატა დავიცავი-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ შევამცირე დოზები. დანაყრებამდე არ მივდიოდი. იყო პერიოდი, როცა საერთოდ ამოვიღე მენიუდან ცომეული. სალათებსა და მოხარშულ ხორცს გეახლებოდით. ვჭამდი, ცოტას და ხშირად. ამ ეტაპზე მე, ბებო და ჩემი შვილი, ნიკა ვცხოვრობთ ერთად. შესაბამისად ბებო მიწყობს ხელს რაიმე ნაკლებკალორიული საჭმელი მომიმზადოს. თუ გარეთ მიწევს კვება, იქაც სალათებს გეახლებით.
- საათობრივად იკვებები?
- არა, ამის საშუალებას ჩემი დღის რეჟიმი არ მაძლევს. ჩემი დილა, სამსახურიდან გამომდინარე დღის პირველი საათზე იწყება. ამ დროს ან საერთოდ არ ვჭამ ან ძალიან მსუბუქად გეახლებით. ტკბილეული საერთოდ ამოვიღე კვების რაციონიდან. ნამცხვრებს აღარ ვჭამ. შოკოლადი მიყვარს და თუ სადმე შემომთავაზებენ, უარს არ ვამბობ, მაგრამ სახლში არ ვყიდულობ, რომ არ შემომეჭამოს (იცინის). ღამით ვცდილობ საერთოდ არ ვჭამო. ჩემი კუჭიც მიეჩვია ამ მდგომარეობას და დიდი მოთხოვნილებაც არ მაქვს. თუ სადმე წვეულებაზე ვარ, ყველაფერს გეახლებით, უბრალოდ დოზებს ვაკონტროლებ.
- ამასობაში კუჭიც დაგიპატარავდა?
- ჰო, დამიპატარავდა და ისეთი მოთხოვნილება აღარ მაქვს, როგორიც მქონდა.