გერმანული ოჯახის ქველმოქმედებამ ქუთაისელი ბავშვი გადაარჩინა

გერმანული ოჯახის ქველმოქმედებამ ქუთაისელი ბავშვი გადაარჩინა

მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთაისიდან ზაარლანდში ჩასულ ბიჭს სიმსივნე აღმოაჩნდა. როგორც ჯონი არკადი იხსენებს, ჩასვლიდან 3 კვირის შემდეგ ფეხის ტკივილი დაეწყო.

"ფეხი მტკიოდა. რაღაც გამომივიდა და ვუთხარი ჩემს მასპინძელი ოჯახის წევრებს. მათ ჰამბურგის კლინიკაში გადამიყვანეს და ოპერაციაც იქ გამიკეთდა. გავიარე 7 თვე მკურნალობის კურსი და ახლა თავს კარგად ვგრძნობ", - ამბობს 17 წლის ჯონი ალკადი.

ბავშვის მკურნალობის თანხა მასპინძელმა თეობალდების ოჯახმა საქველმოქმედო ღონისძიებების მეშვეობით შეაგროვა. თანხა 170 ათას ევროს შეადგენდა.

"რთული დაავადება იყო, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს. სანამ ოფიციალურად აქციას გამოვაცხადებდით ტელევიზიით, ან გაზეთებით, მანამ საახლობლო წრეში მოვაგროვეთ თანხა. ახლა ჩამოვედით, რომ ვნახოთ როგორ არის და სად ცხოვრობს ჩვენი პატარა სტუმარი", - აღნიშნა საბრინა თეობალდმა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა