სახლში რომ ყოველთვის უზადო სისუფთავე იყოს, საამისოდ სულ რამდენიმე წესის შესრულება მოგიწევთ. სამაგიეროდ გენერალური დალაგების მოწყობა აღარ დაგჭირდებათ. ეს მეთოდები განსაკუთრებით იმ დიასახლისებს გაახარეთ, რომლებსაც მუშაობის დატვირთული გრაფიკი აქვთ და არ უნდათ, რომ თითზე ჩამოსათვლელი დასვენების დღეები ბავშვებთან ურთიერთობის ნაცვლად მომქანცველ "უბორკას" დაუთმონ. ყურადღებით გადახედეთ და გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე უკეთ არავის იცის, რა სჭირდება თქვენს სახლს. ამიტომ შეიძლება ამ რჩევებმა თქვენი სახლისთვის საჭირო ახალი წესების შედგენისკენაც გიბიძგოთ.
1. როგორ შევამციროთ მტვრის ფენა ცემენტის იატაკზე
ზოგიერთ სათავსოში (სარდაფში, საკუჭნაოში, ავტოფარეხში) ფილადაუგებელი, უბრალოდ მოცემენტებული იატაკია. იქ განსაკუთრებით ბევრი მტვერი გროვდება და ხშირ დასუფთავებას ითხოვს. ამ ყველაფერს რომ თავი აარიდოთ, ეს იატაკი სპეციალური საღებავით უნდა შეღებოთ. მინიმუმ ათჯერ ნაკლებ მტვერს მიიზიდავს.
2. როგორ ავიცილოთ დამქანცველი "უბორკა"
საწმენდი საშუალებები და ჩვრები სახლის თითქმის ყველა ოთახში უნდა გქონდეთ შენახული. როგორც კი მცირე უსუფთაობას შეამჩნევთ, იქვე ხელთ გექნებათ მისი დასუფთავების იარაღი და საქმის გადადება ფიქრით "ამას მერე მოვწმინდავ", აღარ მოგიწევთ. ამგვარად, მთელი კვირის განმავლობაში ცოტა-ცოტა ყველა ოთახს შეავლებთ ხელს, შესაბამისად, სისუფთავეც შენარჩუნდება და გენერალური დალაგებისას "ყირაზე დადგომა" აღარ მოგიწევთ.
3. როგორ დავიცვათ იატაკის დიდი ხალიჩა დაბინძურებისგან
საიდუმლო იმაშია, რომ დიდ ხალიჩამდე მისასვლელ გზაზე ერთი ან ორი ადვილად დასუფთავებადი საფენი უნდა დააგოთ. დიდი ხალიჩა დაიზოგება და რეცხვიდან რეცხავმდე (წელიწადში 2-3-ჯერ) ყოველთვის სუფთა იქნება. თუ ოჯახის წევრებსაც მიაჩვევთ, რომ ჭუჭყიანი ფეხსაცმლით არ იარონ სახლში, კიდევ უკეთესი. მით უმეტეს, რომ გარედან შემოტანილ ფეხსაცმელს თან შემოაქვს უამრავი ჭუჭყი და ბაქტერია, რომლებიც შემდეგ სახლში არსებულ ზედაპირებზე გადადის და ადვილადაც ვრცელდება.
გაგრძელება