დიმიტრი მედვედევის 5 სანტიმეტრიანი პლატფორმები

დიმიტრი მედვედევის 5 სანტიმეტრიანი პლატფორმები

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დიმიტრი მედვედევისა და ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. კადრში პოლიტიკოსების ფეხსაცმელებიც მოექცა. ყაზახეთის პრეზიდენტმა უპირატესობა კლასიკურ ფეხსაცმელს მიანიჭა, მაშინ, როდესაც მედვედევს ხუთსანტიმეტრიანი პლატფორმის მქონე ფეხსაცმელი ეცვა. ცხადია, ამით დიმიტრი მედვედევი საკუთარი სიდაბლის კომპენსირებას ცდილობდა. შეგახსენებთ, რომ მისი სიმაღლე 163 სანტიმეტრია.

თვალს თუ გადავავლებთ ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების სიმაღლეს, ვლადიმეტ პუტინის და ნურსულთან ნაზარბაევის სიმაღლე 170 სანტიმეტრს აღწევს. ყველაზე მაღალი მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იანუკოვიჩი არიან - 192 სანტიმეტრი. საერთო ფონზე ასევე გამოირჩევიან, ბელორუსის და აშშ-ის პრეზიდენტები - 188 და 185 სანტიმეტრი. ყველაზე დაბალი პოლიტიკოსების ნუსხაში არიან დიმიტრი მედვედევი - 163, ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი კიმ ჩენ ირი - 162 და ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მახმუდ აჰმადინეჯადი, რომლის სიმაღლეც 157 სანტიმეტრია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს