მოყინვის დიაგნოზით საგარეჯოდან თბილისში მამაკაცი გადაიყვანეს

მოყინვის დიაგნოზით საგარეჯოდან თბილისში მამაკაცი გადაიყვანეს

თბილისის დამწვრობის ცენტრში ორივე ქვედა კიდურის მოყინვით 46 წლის მამაკაცია მოთავსებული. პაციენტი თბილისში საგარეჯოს რაიონიდან გადაიყვანეს. ის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს დაზარალდა.

როგორც ექიმი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. მისივე თქმით, ამჟამად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საჭირო გახდეს ტერფის ნაწილის ამპუტაცია.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა