სიმა ბიდიხოვა - თრუსოს ხეობის ერთადერთი ბინადარი

სიმა ბიდიხოვა - თრუსოს ხეობის ერთადერთი ბინადარი

59 წლის სიმა ბიდიხოვა თრუსოს ხეობის ერთადერთი მუდმივი ბინადარია. ის უკვე 20 წელია სოფელ ოქროყანაში მარტო ცხოვრობს. მას არც გაზი, არც შეშა და აგვისტოს შემდეგ აღარც ელექტროენერგია აქვს. სიმა ბიდიხოვა არც სოციალურ დახმარებას იღებს და ვერც სხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს.

მესაზღვრეების საგუშაგო პუნქტი სიმას სახლიდან დაახლოებით 400 მეტრშია... მესაზღვრეებს ელექტროენერგია აქვთ. ელექტროენერგიის ქსელი სიმას სახლიდან მაქსიმუმ 100 მეტრში გადის.

თრუსოს ხეობის ერთადერთი ბინადარი 2 თებერვალს 60 წლის ხდება.

წყარო: icmm.ge

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა