ბოჭორნა - ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია

ბოჭორნა - ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო მონაცემებით, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია. დვალაშვილის თქმით, ბოლო დროს ჩატარებული ექსპედიციების შედეგად გაირკვა, რომ ეს სოფელი ბოჭორნაა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2300 მეტრს აღემატება.

"სოფლის დიდი ნაწილი მდებარეობს 2 350 მეტრის სიმაღლეზე. ყველაზე მაღალი სახლი კი 2 360 მეტრზეა. ამ სოფელში მიმდინარე წელს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია აღადგინეს. მომავალ წელს მისი კურთხევაც იგეგმება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარე მოქმედი ეკლესია. ძველი რუკების და აღწერების შედეგად ეს ტერიტორია არ ითვლებოდა დასახლებულ პუნქტად. მოსახლეობა ამ სოფლიდან საცხოვრებლად გადასული იყო სხვაგან და სეზონურად დასახლებულ პუნქტს არ აძლევდნენ სოფლის სტატუსს" - აცხადებს გიორგი დვალაშვილი.

დღეის მდგომარობით კი, ბოჭონა შესაძლებელია, მუდმივად დასახლებულ ფუნქტად მოიხსენიებოდეს, რადგან მას 2011 წლიდან ერთადერთი მუდმივი მკვიდრი, 73 წლის ირაკლი ხვედაგურიძე ჰყავს. ის პირადობის მოწმობის მიხედვით, ბოჭორნაშია რეგისტრირებული, არჩევნებშიც ამ სოფელში მიიღო მონაწილეობა და აღწერის დროს იქ იმყოფებოდა. ირაკლი ხვედაგურიძე ექიმია და მთელ თუშეთს ემსახურება.

"აქამდე მარტო მე ვიყავი სოფელში ჩაწერილი, შემოდგომაზე ორი ოჯახიც ჩაეწერა. კიდევ ოთხი ოჯახი აპირებს და ეს ძალიან მახარებს. მართალია, ისინი ზამთარში აქ არ რჩებიან, მაგრამ სოფელი ნელ-ნელა ცოცხლდება", - უთხრა ირაკლი ხვედაგურიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გეოგრაფის, გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, წინა კვლევებით, ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად თრუსოს ხეობის სოფელი რესი ითვლებოდა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). "ამ სოფელში ზღვის დონიდან 2410 მეტრზე იყო საცხოვრებელი სახლი", - ამბობს გიორგი დვალაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა