შირაქის ველზე არქეოლოგებმა 3 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს

შირაქის ველზე არქეოლოგებმა 3 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს

კახეთში, შირაქის ველზე ე.წ. დიდნაურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 3 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. სპეციალისტები ტერიტორიით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც კოსმოსურმა სატელიტურმა გადამცემმა დიდნაურის მიდამოებში უძველესი ნაქალაქარი დააფიქსირა.

ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის.

"მარტო შიდა ციხეს უკავია 10-11 ჰექტარი, რომელიც შემოზღუდულია ძალიან მაღალი საინჟინრო სტრუქტურით აგებული 7 მეტრის სიგანის გალავნით და ჩვენდა ბედად, წელსვე, მიუხედავად იმისა, რომ გავთხარეთ 10-10-ზე ფართობი, ამავე ფართობზე მოექცა კარიბჭეც", - აცხადებენ არქეოლოგები.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა