ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია

ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია

ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია. თვეზე მეტია, რაც ხიდი ჩანგრეულია და მასზე გავლა, როგორც ტრანსპორტით, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც სახიფათოა. ამის გამო მოსახლეობას შემოვლითი გზით უხდება მოძრაობა. აღნიშნულ ინფრომაციას სოციალური ქსელის საშუალებით ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ავრცელებს.

როგორც აბულაძე სოციალურ ქსელში წერს, შემოვლითი გზაც ავარიულია და თუ ამ გზით არ ისარგებლებ, "გავლა ბეწვის ხიდზე მოგიწევს".

ადიგენის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობს.

"ინფრასტრუქტურის სამსახური ხარჯთაღრიცხვას აკეთებეს. უკვე მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროსაც. ხიდი მეფის რუსეთის დროინდელია და ექსპერტების შესწავლას საჭიროებს", - ამბობს გამგებელი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა