აფხაზური მედიის ცნობით, გალში 8 ქართველი დააკავეს

აფხაზური მედიის ცნობით, გალში 8 ქართველი დააკავეს

აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" გალში 8 ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 8 მოქალაქე 17 დეკემბერს დააკავეს. ინფორმაციას თან ვიდეომასალა ახლავს.

"ოპერატიული სამუშაოების შედეგად, 1992-1993 წლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მათი ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გამოიკვეთა - ისინი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და დივერსიულ სადაზვერვო ჯგუფებს ეხმარებოდნენ. გალის რაიონის მცხოვრებმა ერთ-ერთმა დაკავებულმა, ომარ აბშილავამ, 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი ოთარ გოგოხია. მისი განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ და ვერ იცხოვრებენ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილე ეთნიკური ქართველები.

"ჩვენი წყაროებით გადავამოწმეთ და ვერ დავადგინეთ ამ პირების ვინაობა, ასევე უცნობია, თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები, ჩვენთვის არ მოუმართავთ არც მათ ნათესავებს. ჩვეულებისამებრ ასეთი შემთხვევების დროს ისინი გვიკავშირდებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, ეს უფრო გავს პროვოკაციას" - აცხადებს "ლაივპრესთან" ოთარ გოგოხია.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა