გურჯაანში საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება

გურჯაანში საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ კონცერტის ჩატარებას აღარ გეგმავს. გამგეობაში აცხადებენ, რომ 18 ათასი ლარი, რომელიც საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად იყო გამოყოფილი, სოციალურ სფეროს დაემატა.

"თავიდან ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო და ტენდერი ამაზე გამოცხადებული არ გვქონია. შემდეგ კი გადაწყდა, რომ სოციალური პაკეტისთვის დაემატებინათ ის 18 ათასი ლარი, რომელიც საახალწლოდ იყო გათვალისწინებული. კულტურის ცენტრი კი კონცერტს ადგილობრივი ძალებით 30 დეკემბერს ჩაატარებს'', - განაცხადა გურჯაანის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ბეროშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 18 ათასი ლარი, რომელიც საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გახარჯულიყო, გურჯაანის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების პრემიებს უნდა მოხმარდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს გურჯაანის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ნატო გონგაძე. მისი თქმით, დაგეგმილია პრემიების გაცემა, მაგრამ არა საახალწლო ღონისძიებების გაუქმების ხარჯზე.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა