ცხიმების დაწვის ყველაზე გემრიელი საშუალებები

ცხიმების დაწვის ყველაზე გემრიელი საშუალებები

ბოსტნეულის წვენები - ერთ-ერთი მთავარი იარაღია წონის დაკლების საქმეში. როგორც ცნობილია, წონის დასაკლებად ყველაზე სასარგებლო ჯვაროსნების ოჯახის წარმამდგენელი მცენარეები არიან, მათ შორის: კომბოსტო, ბროკოლი და სალათის ფოთლები. ამ ბოსტნეულისგან დამზადებული წვენები, ზედმეტ წონასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღად იქცევიან და დაგეხმარებიან ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.

როგორც ვიცით, ბოსტნეული ძალიან მდიდარია ბუნებრივი ფიტონუტრიენტით, რომელიც სხეულში არსებული ცხიმების რაოდენობას ამცირებს და აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს. გარდა ამისა, ებრძვის სხეულში მიმდინარე ანთებით პროცესებს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

მწვანე ჩაი - დიდი რაოდენობის ცხიმების დაწვის მშვენიერი საშუალებაა. იგი ხელს უწყობს ენერგეტიკული ტონუსის აწევასა და მადის დაქვეითებას, რის გამოც ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს გამოიყენება. მწვანე ჩაი ძალიან პოპულარულია იაპონიაში, იაპონელები თვლიან, რომ ჩაი მათ სტრესის მოხსნასა და მოდუნებაში ეხმარება.

ხილის წვენები - ისინი ძალიან გემრიელია, მათი გაკეთება ძალიან მარტივია და ისინი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მაგალითისთვის, მსხალი და შტოში მდიდარი არიან C ვიტამინით. მათი წვენი, ზედმეტი ცხიმების დაწვაში დაჩქარებული მეტაბოლიზმით დაგეხმარებათ. ასევე, მოგიმატებთ სხეულის ზოგად ენერგეტიკულ ტონუსს და მოამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინით.

შავი ყავა - ასევე ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. (ზომიერი დოზით) ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ კიბოს ზოგიერთი სახეობის, დიაბეტის და გულ-სისხლთარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკს. კოფეინი იდეალურად უხდება მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და კალორიების დაწვას, მაგრამ ყურადღებით იყავით: თუკი შავი ყავის დახმარებით გახდომა გსურთ, მაშინ მისი შაქრისა და რძის გარეშე დალევა მოგიწევთ, რათა ზედმეტი კალორიები აირიდოთ თავიდან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს