62 დევნილისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალი გროვდება

62 დევნილისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალი გროვდება

გორში, ცხინვალის გზატკეცილის #14-ში მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევების საძირკველთან წყლის დაგუბების პროცესი მიმდინარეობს. ამის გამო ნგრევის მასშტაბები შესაძლოა, გაიზარდოს.

შენობა 20 დეკემბერს გვიან საღამოს ჩამოინგრა. ობიექტზე ბინა 62 დევნილ ოჯახს უნდა მიეღო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობა დიდი ხანია "გაქცეულია".

სოზარ სუბარმა აღნიშნული ობიექტის შესახებ, 2014 წლის 16 დეკემბერს გორში 2 წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ 2015 წლის იანვრიდან ახალი ტენდერის პირობებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდებოდა. 4 დღეში კი კედელი დაინგრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარი იყო.

გამოიწვია თუ არა ნგრევა არასწორმა რეაბილიტაციამ, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა შეჩერებული სამუშაოების გამო ნალექი საძირკველში რომ გროვდება, ეს კარგად ჩანს ადგილის დათვალიერებისას. "ეს შენობა მთლიანად წყალზე დგას" - ამბობს ერთ-ერთმა მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოს გვერდით მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა