ჯო კოკერი გარდაიცვალა - მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

ჯო კოკერი გარდაიცვალა - მუსიკოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები

70 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა როკისა და ბლუზის ლეგენდა, ჯო კოკერი. მუსიკოსისა და კომპოზიტორის გარდაცვალება მისმა აგენტმა ბარი მარშალმა დაადასტურა.

კოკერის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების სიმსივნე სახელდება.

"ამბები. გე" შეგახსენებთ კოკერის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.

ჯო კოკერი (სრული სახელი - ჯონ რობერტ კოკერი, დაიბადა 1944 წლის 20 მაისს, შეფილდში, ინგლისი - გარდაიცვალა 2014 წლის 22 დეკემბერს) - ინგლისელი მომღერალი, რომელიც ბლუზისა და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა. მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა ბითლზის სიმღერების ინტერპრეტაციები. იგი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელია - 1983 წლის სიმღერისათვის "Up Where We Belong". როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას №97 ადგილი უკავია.

მამამ – სახელმწიფო მოხელემ, შვილს საშუალო განათლება მისცა. დამწყები მუსიკოსი სცენაზე ვანს არნოლდის ფსევდონიმით გამოდიოდა. მისი საყვარელი რეპერტუარი რეი ჩარლზის სიმღერებისგან შედგებოდა. ჯონს აკომპანიმენტს მუსიკოსები უწევდნენ, რომლებიც თავს The Avengers-ს უწოდებდნენ. 1964 წელს ჯონის დებიუტი სინგლით I’ll Cry Instead (ბიტლზების ქავერ-ვერსია) შედგა. მომღერალმა პუბლიკას თავი ახალი ბექ-ჯგუფით Joe Cocker Big Blue გააცნო. ფრანგები მას "პატარა რეი ჩარლზს" უწოდებდნენ. მალე ბექ-ჯგუფი დაიშალა, რასაც ჯონის ერთწლიანი დუმილი მოჰყვა. ამ პერიოდში იგი არც წერდა, არც მღეროდა და არც ახალ მუსიკოსებს ეძებდა. ერთი წლის შემდეგ კი მის ცხოვრებაში კრის სტეინტონი გამოჩნდა, რომელსაც იგი მსოფლიოში ყველაზე კარგ მუსიკოსს უწოდებდა. კრისთან ერთად, არაჩვეულბრივი ჯგუფი The Grease Band ჩამოაყალიბა. 1968 წელს კოკერის პირველი დემო-ჩანაწერი ჯგუფების The Moody Blues და Procul Harum პროდიუსერმა, დენი კორდელუმ მოისმინა, მისი შესრულების მანერით მოიხიბლა და ლონდონის ცნობილ კლუბში The Marquee-ში გამოსვლა მოუწყო. შედეგად კი შემსრულებელმა წარმატება და პოპულარობა მიიღო. ნახევარი წლის შემდეგ, ჯო კოკერი ამერიკამ გაიცნო. იმ დროისთვის იგი ედ სალივანის ყველაზე ცნობილ ტელეშოუში მიიწვიეს, სადაც თავისი დამახასიათებელი ხმით მთელი ამერიკა მოაჯადოვა.

80-იანი წლების ბოლოს, მომღერალი ჯგუფმა The Crusaders სპეციალურად მისთვის დაწერილი კომპოზიციის I’m So Glad I’m Standing Here Today შესასრულებლად მიიწვია. როდესაც 1992 წელს, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე კოკერი ამ ნომრით წარსდგა მსმენელის წინაშე, პუბლიკა ფეხზე წამოუდგა და აბლოდისმენტებით დიდხანს ანებივრებდა. ამ დღეს, ჯო კოკერი მეორედ დაიბადა. მას მუდმივად მხარში ედგა მისი მეგობარი პემი, რომელზეც მუსიკოსი 1987 წელს დაქორწინდა.

დასამხსოვრებელი იყო მომღერლის 96-97 წლების დისკები: Organic და Across from Midnight. მისი სიმღერები ჟღერდა ფილმებში Harry and the Hendersons, Bull Durham, An Innocent Man. ყველაზე ცნობილი კი სტრიპტიზის სცენის თემაა ფილმში "9 ½ კვირა" – You Can Leave Your Hat On.

90-იან წლებში მუსიკოსი ბიზნესით ინტერესდება - კოლორადოს შტატში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მის მფლობელობაში კაფეები, კონფერენც-დარბაზები, სუპერმარკეტები და მაღაზიები იყო. ბოლო წლების მანძილზე იგი ძალიან ბევრს მოგზაურობს. კოკერი უამრავ ჯილდოს ფლობდა. 

მასალა მომზადებულია wikipedia.org-ისა და საიტი cocer.com-ის მიხედვით.

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს