ავტორი:

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია

55 წლის ულამაზესი იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და მის შთამბეჭდავ სილამაზეს ყველა აღიარებს. ადამიანების დიდ ნაწილს განსაკუთრებით ის მოსწონს, რომ მსახიობი არ ცდილობს პლასტიკური ქირურგიის საშუალებით და სხვადასხვა ხელოვნური ჩარევით "ასაკი მოიკლოს". მისი ყოველი გამოჩენა ყურადღებას იპყრობს და სტილი მისაბაძი ხდება.

მონიკა გვიმტკიცებს, რომ ქალი შეიძლება ნებისმიერ ასაკში ლამაზი და მომხიბვლელი იყოს.

მსახიობი ამჯერად პარიზს სტუმრობდა, სადაც Alexandre Vauthier-ის ჩვენებას დაესწრო. განსაკუთრებული ყურადღება მონიკას ახალმა ვარცხნილობამ მიიქცია და მას Vogue-ის ამერიკულმა გამოცემამ სტატიაც მიუძღვნა.

მონიკას Dior-ის სამოსი ეცვა, ხოლო მისი ვარცხნილობის ავტორი სტილისტი ჯონ ნოლეტია.

მსახიობის სტილს მოდის კრიტიკოსები ყველაზე ქალურს უწოდებენ და თვლიან, რომ ასეთი ვარცხნილობა მსგავს სამოსს ძალიან უხდება, მთლიან ვიზუალს კი უფრო ელეგანტურსა და მომხიბვლელს ხდის.

მონიკას სტილს აფასებენ სოციალურ ქსელებშიც:

"როგორ შეეპარა ასაკი და მაინც რა ლამაზია.“

"როცა ქალს ყველა ასაკი უხდება.“

"რა კარგია, რომ არ ცდილობს ხელოვნურად გაახალგაზრდავებას, ასეთი უფრო მომწონს."

"როგორი ქარიზმატულია და ამ შავ სამოსში როგორი გლამურული.“

"მომწონს ვარცხნილობა, უბრალოა და ძალიან ლამაზი“, - წერენ „ინსტაგრამზე“ მონიკას ფოტოს კომენტარებში.

სტილისტები ამბობენ, რომ მონიკა ბელუჩის ვარცხნილობა ხაზს უსვამს ნაკვთებსა და სახის მოყვანილობას. მათივე თქმით, თუ 2020 წლის ზამთრისა და გაზაფხულისთვის ტრენდულ მოკლე ვარცხნილობას ეძებთ, შეგიძლიათ მაგალითი იტალიელი სუპერვარსკვლავისგან აიღოთ.

თიკა ფაცაციას ახალი იმიჯი - "ქართველ ქალებს ვუსურვებ, შენსავით მოვლილები იყვნენ"

როგორ გამოიყურება ტყუპზე ორსული ნინო სურგულაძე - მეცო-სოპრანოს ფოტოები კარანტინიდან

ყველაზე მომხიბვლელი თურქი მსახიობის შვილი ინტერნეტვარსკვლავი გახდა - ბურაქ ოზჩივიტის ვაჟის ფოტოები, რომელიც მამის ასლია