"იმ ცუდებმა ეროვნული განძის ორიგინალები გაზიდესო და ქართველებს ასლები დაგვიტოვესო!" - რობერტ სტურუა

"იმ ცუდებმა ეროვნული განძის ორიგინალები გაზიდესო და ქართველებს ასლები დაგვიტოვესო!" - რობერტ სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტოკჰოლმის მსოფლიო კულტურის ნაციონალურ მუზეუმში მომხდარი ფაქტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მუზეუმში 3 წლით დათარიღებული ძვირფასი ექსპონატის დაკარგვა მანამდე ვერ შენიშნეს, ვიდრე ის უკან არ დააბრუნეს და ინტერესდება, ნაციონალების მმართველობისას რა ბედი ეწია საქართველოს ეროვნულ განძს.

"საშინელი ეჭვი მღრღნის და არ მასვენებს - თუ ნორდიელმა შვედებმა ვერ მოუარეს თავის მუზეუმს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის განძს რა ბედი ეწია ფულისმოყვარულ მთავრობის ხელში?!( გახსოვთ ალბათ ხელოვნების უბადლო მოყვარულმა, ექს-სააკამ ფიროსმანის ნახატი პრეზიდენტის ბრძანებით მუზეუმიდან რომ გამოაცუნცულა და თავის ლამაზ კაბინეტში რომ დაკიდა: "მის გარეშე სიცოცხლეც არ მინდაო" )

ისე, თუ აღნუსხა ვინმემ რა დარჩა ჩვენი ერის საგანძურიდან ნაღდი?

მე (ობივატელს და ბოროტს) ჩიტმა ამბავი მომიტანა - იმ ცუდებმა ორგინალები გაზიდესო და ქართველებს ასლები დაგვიტოვესო!

არ მჯერა, ჩვენი ემოციური პატრიოტ-ნაცისტები ატეხავდნენ ერთ ამბავს: "დაგვიბრუნეთ გატანილი ერის ისტორიაო!"

თუმცა... ამ!", - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს