37 წლის მამაკაცმა დედა კომპიუტერული თამაშების აკრძალვის გამო მოკლა

37 წლის მამაკაცმა დედა კომპიუტერული თამაშების აკრძალვის გამო მოკლა

ვორონეჟის ოლქში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 63 წლის ქალის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. პოლიციამ დანაშაულის გახსნა ცხელ კვალზევე მოახერხა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 დეკემბრის ღამეს, დედა-შვილს შორის ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ დედა მას კომპიუტერული თამაშებით გართობას უკრძალავდა.

კონფლიქტის შედეგად, 37 წლის მამაკაცმა დედას ზურგის არეში დანით მიაყენა დარტყმა. მძიმე დაზიანებების გამო, ქალი მალევე გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული. როგორც გაირკვა, 37 წლის მამაკაცი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს