ფოტოგრაფი, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გადაღებაზე მოხიბლა

ფოტოგრაფი, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გადაღებაზე მოხიბლა

თაკო გოგაძე უკვე წლებია, რაც ''პალიტრა მედიაში'' ფოტოგრაფად მუშაობს. პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გადაწყვიტა ფოტოგრაფობა. ამბობს, რომ არჩევანში არ შემცდარა, რადგან ძალიან უყვარს თავისი საქმე. დღეს, სამსახურიდან გამომდინარე, ცოტა დრო რჩება, მაგრამ იმდენად შეეჩვია, რომ საყვარელი საქმის გამო ხშირად გართობაზეც უწევს უარის თქმა.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მიყვარდა სურათების გადაღება, მაგრამ ფოტოგრაფიით სკოლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მუდმივად ფოტოებს იღებდა. მაშინ მინდოდა, მეც ამეღო ხელში ფოტოაპარატი და ბევრი სურათი გადამეღო. პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე, უნივერსიტეტში ერთ-ერთ საგნად ფოტოგრაფიას ვსწავლობდი. ლექტორი დავალებებს გვაძლევდა, დავდიოდით და სხვადასხვა თემას ვიღებდით. მე თავს განსაკუთრებულად კარგად ქუჩის ფოტოგრაფიაში ვგრძნობდი, მიყვარდა პეიზაჟების გადაღებაც.

- საკუთარი ფოტოაპარატი რა ასაკში შეიძინე?

- ბაბუამ მაჩუქა. ყიდვას რომ ვაპირებდი, მოულოდნელად მითხრა, რომ თავადაც ჰქონდა და ძველი აპარატი გამომიტანა. მალე იმდენად დავინტერესდი ფოტოგრაფიით, რომ ჟურნალისტობაზე აღარ მიფიქრია და მუშაობა პირველად თინეიჯერულ ჟურნალ ''ოსკარში'' დავიწყე, სადაც ძირითადად ცნობილი სახეების გადაღება მიწევდა. შემდეგ იყო ''ბომონდი'', სადაც უფრო მეტად გლამურული ფოტოები სჭირდებოდათ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რთული იყო ვარსკვლავებთან მუშაობაც, ყველა თავისებურად პრეტენზიული იყო, მაგრამ ალღო მალე ავუღე და დღეს, როგორც ქუჩის ფოტოგრაფია, გლამურიც ჩემი საყვარელი ჟანრია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს