მკაცრი აღზრდის 5 პლუსი - აი, ამ თვისებებს შეიძენს თქვენი შვილი "მკაცრი ხელის" შემთხვევაში

მკაცრი აღზრდის 5 პლუსი - აი, ამ თვისებებს შეიძენს თქვენი შვილი "მკაცრი ხელის" შემთხვევაში

თანამედროვე ბავშვები განსაკუთრებულები არიან. მათ ფიზიკურად არ სჯიან, არამედ მოლაპარაკების გზით არწმუნებენ, ასაკობრივი კრიზისების დაძლევაში ეხმარებიან, უგებენ და მათ უფლებებს იცავენ. ერთი სიტყვით, თანამედროვე ბავშვები პატივისცემას არიან მიჩვეულნი. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრს აგუებენ თანამედროვე ფსიქოლოგები მათ მშობლებს. სიმკაცრე? არა. ასეთი რამ არც გაუგიათ. ვინღა ექცევა მკაცრად ბავშვს 21-ე საუკუნეში? მაგრამ იქნება მკაცრ აღზრდასაც აქვს თავისი პლუსები. გთავაზობთ 5 ასეთ პლუსს, ანუ რა დადებითი თვისებების აქვთ სიმკაცრეში აღზრდილ ადამიანებს - რასაკვირველია, აქ ზომიერ სიმკაცრეზეა საუბარი და არა უკიდურეს სიმკაცრესა და მით უმეტეს, ფიზიკურ დასჯაზე. ეს არასდროს არ არის გამართლებული.

1. წინააღმდეგობების გადალახვის უნარი

სიმკაცრეში აღზრდილ ადამიანებს წინააღმდეგობების გადალახვა, როგორც წესი, არ უძნელდებათ. არავითარი სისუსტე. ავად ხართ? ნუ მოდუნდებით. თავი ხელში აიყვანეთ და გაემართეთ სამყაროს, პროექტის ან კრიზისში მყოფი კომპანიის გადასარჩენად. ცდილობთ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოთ, რომ თქვენით უკმაყოფილო არავინ დარჩეს. თითქოს პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, რომ ყველა დააკმაყოფილოთ.

2. ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებენ

აღიარეთ, ბავშვობაში ორიანის ხსენებისაც კი გეშინოდათ. ეს შიში მოზრდილობაშიც მოქმედებს, ამიტომ ცდილობთ შეცდომების გარეშე იცხოვროთ. პერფექციონიზმი თქვენთვის ყველაფერია.

შედეგად შეიძლება ნევროზი დაგემართოთ, თუმცა ესეც დაძლევადია.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს