"თებერვალში ველოდოთ ან ლარის გაუფასურებას, ან ფასების ზრდას" - რომან გოცირიძე

"თებერვალში ველოდოთ ან ლარის გაუფასურებას, ან ფასების ზრდას" - რომან გოცირიძე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ ბოლო ოთხ დღეში 280 მილიონის დახარჯვას და ლარის გაუფასურების თემას ეხმაურება.

"აკი არ დავხარჯავთო?

მთავრობამ პირობა დადო, ლარს გავუფრთხილდებითო. რადგან თითქოს დასტაბილურდა, თავი ქუდში ჰგონიათ. ბოლო ოთხ დღეში დაიწყეს ფულის გამოყრა. 280 მილიონი დახარჯეს, მაშინ როცა მანამდე მთელი 20 დღის განმავლობაში მხოლოდ 490 მილიონი ჰქონდათ დახარჯული. თუ ასე გაგრძელდა, თებერვალში ველოდოთ ან ლარის გაუფასურებას, ან ფასების ზრდას.

ცნობისათვის: წინა 11 თვის განმავლობაში, საშუალოდ თვეში 700 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

***

გამოქვეყნდა საგარეო სავაჭრო ბალანსის იანვარ-ნოემბრის მონაცემები. მისი უარყოფითი სალდო გაიზარდა 647 მილიონი დოლარით. ამის ძირითადი მიზეზია აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში ექსპორტის კლება. ნოემბერი საგანგაშოა-35 %. გადავაბრალოთ რუსეთს? არ გამოვა. რუსეთთან ექსპორტი ამავე პერიოდში 1,5-ჯერ გაიზარდა.

გაუარესდა მდგომარეობა აგრეთვე ჩვენთან ვალუტის შემომტან ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადაზიდვები, ტრანსფერები, ტურიზმი და სხვა. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, რომ არა ნავთობზე ფასების კლება მსოფლიო ბაზარზე.

ესენია ლარის გაუფასურების მიზეზი, ანუ ქვეყნის ეკონომიკაში წარმოქმნილი უარყოფითი პროცესები. საგარეო ფაქტორები რა თქმა უნდა მოქმედებენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. ჯანსაღი საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის პირობებში შეიძლება მისი განეიტრალება", - წერს გოცირიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს