ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ კომენტარს ეხმაურება.
"საქართველოს თავდაცვის მინისტრს "არც ეუხერხულება და არც არაფერი" - პრემიერის ეს უტიფარი და ლაჩრული განცხადება მთელი დღეა თავში მიტრიალებს და გამოვტყდები, რომ მხოლოდ ერთ, არცთუ საამაყო სურვილს მიჩენს - საჯაროდ მივცხო პირზე ხელუკუღმა.
უკანა კარიდან გაპარული თავდაცვის მინისტრი რომ მახსენდება, ეს არც თუ მოსაწონი სურვილი კიდევ უფრო მიძლიერდება.
ერიხ მარია რემარკის "დასავლეთის ფრონტზე სიახლე არ არის" პირველი წიგნია, რომელმაც ჯარისკაცის სიცოცხლე ახლო მანძილიდან დამანახა. ამ ნოველის ბოლო აბზაცი დღემდე ზეპირად მახსოვს (რუსულად) - შევეცდები ვთარგმნო.
"ის დაეცა 1918 წლის ოქტომბერში. ამ დღეს მთელ ფრონტზე ისეთი სიწყნარე იყო, რომ ჯარის რეპორტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგებოდა: დასავლეთის ფრონტზე სიახლე არ არის. სახით დაეცა და ისე იწვა, თითქოს ეძინა. როდესაც გადმოაბრუნეს, ნახეს რომ დიდხანს არ უწვალია. სახეზე მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კმაყოფილი იყო, რომ სიცოცხლე დასრულდა".
არ ვიცი რას ფიქრობდა ალეკო გრიგოლაშვილი როცა კვდებოდა, მაგრამ რატომღაც მჯერა, იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება ანგარებაში დაადანაშაულებდა, შეურაცხყოფდა და ამის გამო უხერხულობასაც არ იგრძნობდა.
Irakli Garibashvili Official - სად გაიზარდე?", - წერს ჩერგოლეიშვილი.
იხილეთ ასევე: ღარიბაშვილი ხალხს მოუწოდებს, თავდაცვის სამინისტროს სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით ისტერია დასრულდეს