ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე დღეს საზეიმოდ ანთებულ საახალწლო ნაძვის ხეს ხანძარი გაუჩნდა. როგორც "ამბები.გე"-ს თვითმხილველებმა აცნობეს, ღამის 01:00 საათზე ნაძვის ხეს ხანძარი ელექტრო სადენებიდან გაუჩნდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ საახალწლო სიმბოლოს ცეცხლი იმ დროს მოედო, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ევროპის მოედანზე იმყოფებოდა და ნაძვის ხეს ფოტოებს უღებდა.

"გიორგი ერმაკოვი ფოტოებს უღებდა ნაძვის ხეს, რა დროსაც აალდა ცეცხლი. მაშინვე დაურეკეს სახანძროს, მოვიდნენ და დაახლოებით 10 წუთში ჩააქრეს ცეცხლი. ნაძვის ხის შუაგული გამომწვარია", - აცხადებენ თვითმხილველები.

25 დეკემბერს 21:30 წუთზე ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ემაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და რეგიონის მთავრობის სხვა წევრები.

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე ასლან აბაშიძის დროს არის შეძენილი.

ფოტო: ლუკა გვაზავა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა