ტენდერები, რომლის გამოც საქართველოს ეკონომიკამ იზარალა

ტენდერები, რომლის გამოც საქართველოს ეკონომიკამ იზარალა

ჩაშლილი ტენდერების შესახებ ბპნ.გე ადრეც წერდა. ეს ის ტენდერებია, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის ვერშესრულების მთავარ მიზეზად ასახელებენ. ამის შესახებ თავდაპირველად დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მაისურაძემ განაცხადა, მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს პროცესი ხელოვნურ ხასიათსაც ატარებდა. მაისურაძე ამ საკითხზე დღესაც მუშაობს, ამბობს, რომ ხშირად ღამეების თენება უწევს, რომ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაში გაერკვეს, მაგრამ ეს ის სფეროა, რომლის შესწავლაც აუცილებელია.

- რა მოხდა, რატომ გადაწყვიტეთ ამ თემის წინ წამოწევა და საეჭვო ტენდერების შესწავლა?

- მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? - ბიუჯეტი არ სრულდებოდა და მინისტრები გამუდმებით იმეორებდნენ - ტენდერები ჩავარდა, ტენდერები ჩავარდაო. ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო? სწორედ ამ ტენდერების შეუსრულებლობამ გამოიწვია ბიუჯეტის ჩავარდნა და ეს არც არის გასაკვირი: დავუშვათ, კომპანიამ მოიგო ტენდერი, მაგრამ არ შეასრულა ვალდებულებები, სახელმწიფო იძულებულია იგივე ტენდერი თავიდან გამოაცხადოს და ამის გამო ერთ წელს კარგავს. შედეგად, სახელმწიფოს ეშლება ბიუჯეტის შესრულების ნაწილი და ქვეყანაში საჭირო რაოდენობის თანხა ვეღარ ტრიალებს. ნათქვამია, ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო - თუ არ შეგიძლია ამ სამუშაოს შესრულება, მაშინ სხვა კომპანიას მიეცი, ვიღაცამ ეს ლუკმა ხომ დაკარგა? გარდა იმისა, რომ ჩაშლილი ტენდერების წყალობით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდა, ამის გამო ზარალი ნახეს კონკრეტულმა ოჯახებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა და რაც მთავარია, იმის გამო, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა, ან უარი თქვა სამუშაოს შესრულებაზე, იზარალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ.

- ხომ ვერ გამოყოფდით ჩაშლილ ტენდერებს, რომლებიც ძალზე საყურადღებო და გამორჩეულია?

- ყველა შემთხვევა საყურადღებოა, რადგან ამ ტენდერების შესწავლისას სერიოზულ დარღვევებს ვხვდებით: ჩანს, რომ კომპანიები უარს ამბობდნენ შესასრულებელ სამუშაოებზე. ორთვიანი, სამთვიანი, ან ოთხთვიანი ტენდერის ვადები ზოგჯერ ორი და სამი წლით არის გადავადებული. გაუგებარია, რა მიზეზით ხსნიდნენ ამ სამუშაოების შეუსრულებლობას, ან გადავადებას. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ კომპანიებს პარალელურად რამდენიმე ადგილას აქვთ წამოწყებული სამუშაო ერთი და იმავე ტექნიკით. მერე ეს ტექნიკა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ და ცდილობდნენ ასეთი უცნაური პრინციპით ემუშავათ... ერთი სიტყვით, დარღვევა მრავალგვარია, მაგრამ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ შედარებით მსხვილ დამკვეთებზე, რომლებსაც მილიონიანი და უფრო ძვირი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. ამ ყველაფრის გამორკვევას სერიოზული შესწავლა და ანალიზი სჭირდება, ეს ერთი, ან რამდენიმე ადამიანის ძალებს აღემატება.

იხილეთ სტატია სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ