საახალწლოდ კახეთის გამგეობებში პრემიებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საახალწლოდ კახეთის გამგეობებში პრემიებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საახალწლოდ კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში საკრებულოების და გამგეობების თანამშრომლებზე პრემიის სახით 500 ათას ლარზე მეტი გაიცემა. ყველზე მეტს, 180 ათას ლარს პრემიების სახით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხარჯავს.

პრემიის გაცემის საკითხი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ერთი თვის ხელფასის ოდენობით პრემიას გამგეობაში 170, საკრებულოში კი 32 თანამშრომელი მიიღებს.

თელავის თვითმმართველი თემის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ერთი თვის ხელფასის ოდენობით წინასაახალწლო პრემია თემის გამგეობის და საკრებულოს 217 თანამშრომელზე გაიცემა.

პრემიის სახით 77 220 ლარს გასცემს ყვარლის მუნიციპალიტეტი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ქანდაურაშვილმა განუცხადა, ხელფასის ოდენობის პრემიას გამგეობის 101 და საკრებულოს 19 თანამშრომელი მიიღებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა