ყოფილი კონკურსანტი სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყებას აპირებს

ყოფილი კონკურსანტი სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყებას აპირებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გუშინ დასრულდა. საკონკურსო/საატესტაციო კომისიის სხდომაზე თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურებს უყარეს კენჭი. კომისია ოფიციალურ სიას არ ასაჯაროებს იმ მოტივით, რომ ჯერ შეტყობინებები კონკურსანტებს უნდა დაეგზავნოთ. თუმცა, კომისიის გადაწყვეტილებებზე პრეტენზიები უკვე ისმის.

"საკონკურსო კომისიის წევრი, თეა უჯმაჯურიძე წუხელ თავის დაქალებს ურეკავდა და ატყობინებდა, დაინიშნეთო. რატომღაც მე არ ჩამთვალეს ღირსად, პასუხი მაინც ეთქვათ. მოგვიანებით, დავურეკე უჯმაჯურიძეს და გავარკვიე, რომ არსად დამნიშნეს. იმ ადგილზე, სადაც მე მქონდა განაცხადი გაკეთებული, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მეზობელი, ზურაბ კოტრიკაძე დანიშნეს, რომელიც სამი დღით ადრე, ჯერ კიდევ კონკურსის დანიშვნამდე ზეიმობდა ახალ თანამდებობას" , - ამბობს ერთ-ერთი კონკურსანტი, ლია ჩიგოგიძე.

ჩიგოგიძე საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლას აპირებს.

"გადავწყვიტე წავიდე პარლამენტის წინ და ჩემს შვილებთან ერთად ვიშიმშილო. ვინაიდან ჩემი ქმარი მეორე ჯგუფის ინვალიდია, წავიღებ ინვალიდის ჯოხს. დღეს ოფიციალურ შედეგს დაველოდები და ხვალიდან შიმშილობას დავიწყებ", - ამბობს ჩიგოგიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა