"ხელისუფლებამ აღიარა მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც" - შალვა ოგბაიძე

"ხელისუფლებამ აღიარა მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც" - შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მსოფლიოში საწვავზე ფასების კლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

"დღეს დაიწყო საწვავის ფასების რამდენადმე კლებამ.

შევარცხვინე ისეთი ბიზნეს-გარემო, როდესაც ფასწარმოქმნა ხელისუფლების დატატანებაზეა დამოკიდებული, ხოლო ფასის დაწევა პირდაპირ "აღიარებითი ჩვენებაა" ხელისუფლების. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა სააკაშვილის პერიოდში მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც.

აბა რას უნდა მივაწეროთ ფასების დაკლება?

საერთაშორისო ბაზარზე ადრეც კლებულობდა ფასები, მაგრამ ქართულ ბაზარზე არ იკლებდა.

დღეს კი მათ "თამაშის" წესს ღიად დაემუქრა პრემიერი (რაც უდავოდ მისასალმებელია), მაგრამ კარგი იქნებოდა ეს ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში გაკეთებულიყო.

ჰო, მართლა:

საწვავის ხარისხის კონტროლი როდის აღდგება?

"სოკარის" გოგირდის შემცველმა დიზელის საწვავმა კიდევ რამდენი ხანი უნდა გვწამლოს?", - წერს ოგბაიძე.

"არანორმალურია ის, რომ მსოფლიოში საწვავზე ფასების კლება ხდება თანმიმდევრულად, საქართველოში კი დაგვიანებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარკვევას საჭიროებს, ხომ არ აქვს ადგილი მონოპოლიას ან რაიმე კარტელურ შეთანხმებას.

"საწვავის ფასი მართლაც მტკივნეული საკითხია პირადად ჩემთვის, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობას აწუხებს. მსოფლიო ბაზარზე ის დღითიდღე კლებულობს, თუმცა არ ხდება ამის ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. კონკურენციის სააგენტო მუშაობს ამ საკითხზე და რამდენიმე დღეში დაასრულებს პირველად შესწავლას - მას კომუნიკაცია აქვს იმპორტიორებთან. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება. ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება ჩემი ინფორმაციით, რადგან არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს, ვაკვირდებით თუ როგორ დააკლებენ ფასებს იმპორტიორები. ეს უნდა იყოს ადეკვატური. რა თქმა უნდა, არანორმალურია ის, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ფასების კლება თანმიმდევრულად, საქართველოში კი - დაგვიანებით. საჭიროა გარკვევა, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე კარტელურ შეთანხმებას და საქმე ხომ არ გვაქვს მონოპოლიებთან. ამას მალე გავარკვევთ და ადეკვატური რეაგირება ექნება ყველაფერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს