ქართველები ევროპარლამენტში და ისტორიული დღის უცნობი დეტალები - რას ჰყვება პრეზიდენტი

ქართველები ევროპარლამენტში და ისტორიული დღის უცნობი დეტალები - რას ჰყვება პრეზიდენტი

18 დეკემბერს, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.

იქვე იმყოფებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ევროპარლამენტში გამგზავრების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ფოსმაჟორულ სიტუაციაში მიიღო.

"მე ვიმყოფებოდი ვიზიტით. ჩამოვედი და გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდის. ეს იყო ის რეალობა, რომელიც მე გავიგე ჩვენი არხებით. არ ვიცი, რატომ არ მიდიოდა არავინ, მაგრამ მე ნამდვილად ვიცოდი, რომ სტრასბურგის დატოვება სახელმწიფო დელეგაციის გარეშე იქნებოდა არასწორი. ასე რომ, მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა – დილით სხვა ქვეყნიდან ჩამოვედი და საღამოს სტრასბურგში წავედი. მე უნდა წავსულიყავი იქ, რომ არ ყოფილიყო გაუგებარი ვითარება და ხელშეკრულების რატიფიკაცია არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს", აღნიშნა პრეზიდენტმა.

დაგაინტერესებთ: სააკაშვილი წინ, მარგველაშვილი უკან - ისტორიული დღე და ქართველები ევროპარლამენტში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა