"ნიკორას" სუპერ მარკეტების ქსელი 2014 წლის განვლილი თვეების შედეგებს აჯამებს

"ნიკორას" სუპერ მარკეტების ქსელი 2014 წლის განვლილი თვეების შედეგებს აჯამებს

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი 2014 წლის განვლილი თვეების შედეგებს აჯამებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაზრდილი რეალიზაციის მაჩვენებელი, 20%-ით გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა, თექვსმეტი ახალი და თერთმეტი განახლებული სავაჭრო ობიექტი, 400-ზე მეტი ახლად შექმნილი სამუშაო ადგილი, "სანდეის", "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" შესყიდული სავაჭრო ობიექტები - "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი 2014 წლის განვლილი თვეების შედეგებს აჯამებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერმარკეტების რაოდენობამ 110-ს მიაღწია. აქედან, თითქმის 70 ობიექტი დედაქალაქში, 40-მდე სუპერმარკეტი კი სხვადასხვა მსხვილ ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში მდებარეობს.

"გასულ წელს ძირითადი აქცენტი რეგიონებზე გავაკეთეთ... სრულად მოხდა კახეთის მასშტაბით არსებული სავაჭრო ობიექტების განახლება და მათი თბილისში არსებული "ნიკორას" სუპერმარკეტების სტანდარტებზე გადაყვანა. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა კახეთის მოსახლეობას სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ - მათ შორის, იმ აქციებითა და შეთავაზებებით სარგებლობის საშუალებაც, რაც აქამდე მხოლოდ თბილისის მოსახლეობის ჰქონდა," - განუცხადა "კომერსანტს" "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის კომერციულმა დირექტორმა, ლიკა სუხიაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ნიკორა" მომავალ წელს აქცენტს დასავლეთ საქართველოზე გააკეთებს. რეგიონში უკვე დაწყებულია ქსელის მოდერნიზების პროცესი და საბოლოო ჯამში, 30-მდე სავაჭრო ობიექტის განახლებას ითვალისწინებს. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს პარალელურად, კვლავ აქტიურად გაგრძელდება დედაქალაქისა და სხვა რეგიონების ქსელის გაფართოება/განახლება და "ნიკორას" სუპერმარკეტი რამდენიმე ისეთ ქალაქშიც გაიხსნება, სადაც დღემდე კომპანიის სავაჭრო ობიექტები არ ფუნქციონირებდა.

"როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, "ნიკორას" ქსელში, 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გამოჩნდა. ასე რომ, მსურველებს შეეძლებათ, საახალწლოდ და შემდგომ პერიოდშიც, შეიძინონ ბარათები და გაახარონ ახლობელი ადამიანები. სულ მალე სპეციალური აპლიკაციაც გაეშვება, რომელიც ყველა ტიპის ტელეფონისა და პლანშეტური კომპიუტერის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადმოწერონ აპი და მისი საშუალებით რეგულარულად გაეცნონ "ნიკორას" ქსელში მიმდინარე სიახლეებს," - აცხადებს ლიკა სუხიაშვილი.

სუხიაშვილის თქმით, მომავალი წლისთვის "ნიკორას" ქსელი მომხმარებლებს სასიხარულო სიურპრიზს უმზადებს. 2015 წელს დაინერგება სერვისი, რომელსაც ქსელის მენეჯმენტი ჯერ საიდუმლოდ ტოვებს, მაგრამ მომხმარებელს ძალიან გაახარებს.

R

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

არ მოტყუვდე მანქანის შეძენისას, შეამოწმე ვინ კოდი