ავტორი:

რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

რესტორნებში ქართულ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

ქართული სამზარეულო ანუ ქართული კულინარიის სტილი, რომელსაც მართლაც გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოს სამზარეულოებს შორის, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. ქართველი ერი გურმანობით გამოირჩევა და ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტიც, რომ ქართული სამზარეულო მეტად განსხვავებული და უნიკალურია. გამორჩეული გემოს სანელებლები, ხორცისა და ბოსტნეულის კერძების სიმრავლე, განსაკუთრებული ცომეული - რთულია, ამ ყველაფერს გულგრილად შეხედო და პირველივე დაგემოვნების შემდეგ არ შეგიყვარდეს.

ქართული სამზარეულოს სიძლიერის მიუხედავად, ქვეყანაში არაერთი რესტორანია, რომელიც ევროპულ თუ აზიურ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს და საკმაოდ მოთხოვნადიცაა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა იაპონური სამზარეულო. თუმცა ქართული კერძები მაინც არასდროს კარგავს პოპულარობას. ქვეყანაში ტურისტების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე რესტორნები, რომლებიც ქართულ მენიუს სთავაზობენ მომხმარებელს, მუდმივად მოთხოვნადია. როგორც თავად რესტორნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქართველებიც ტრადიციულად ქართულ კერძებს უფრო ხშირად უკვეთავენ, ვიდრე ევროპულს. „ჩემო კარგო“ ერთ-ერთი პოპულარული რესტორანია, რომელიც საწყის ეტაპზე მომხმარებელს ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობდა. თუმცა სულ ახლახანს მოთხოვნიდან გამომდინარე მისი კონცეფციის ცვლილება მოხდა და ამჟამად „ჩემო კარგო“ მომხმარებელს ქართულ მენიუს სთავაზობს. შეთავაზებაში მცირე ნაწილი უკავია ლუდის მენიუსაც, რაც ძირითადად სტეიკებს მოიცავს.

როგორც „ჩემო კარგოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მეზურნიშვილი განმარტავს, კონცეფციის ცვლილება მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.

“საწყის ეტაპზე ვიფიქრეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეთანამედროვებინა ქართული სამზარეულო, გამოგვეყენებინა თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, თუმცა ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და მის დამახასიათებელ გემოებს მძლავრად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს გემოვნებაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტუმრებისთვის ქართული კერძები უფრო საინტერესოა, მათი არჩევანი კი ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ნატურალური კერძებია. მომხმარებლების აზრი კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველივე ამან გვიბიძგა ცვლილებებისკენ. შესაბამისად, კიდევ მოხდა კონცეფციის დახვეწა და მენიუს განახლება ტრადიციული მეთოდით, რომელიც ქართული, ნატურალური, სოფლის პროდუქტების ჩართულობას მოითხოვს წარმოებაში,“ - განმარტავს მეზურნიშვილი.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბელიაშვილის ობიექტის მენიუ არ არის სტანდარტული, ევროპული სამზარეულოს შტრიხები მაინც იკვეთება ტერასის გრილის მენიუში, სადაც სტეიკების ნაირსახეობა შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

„შეფი არაერთ საფირმო კერძს სთავაზობს მომხმარებელს, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი. მაგალითად, ასეთია ჭვავის აჭარული ხაჭაპური, დამბალხაჭოს ხინკალი, ანახელა, შეფის საფირმო დაფები. გემოების მრავალფეროვნებას კი ქმნის სოფლის ნატურალური პროდუქტები, რომლის მოწოდებაზეც აქტიურად მუშაობს ჩვენი მომარაგების სამსახური. შესაბამისად, ჩვენი ხინკალი სწორედ ისეთია როგორც მთაში, სახლში თანაც კვლიავით მომზადებული, ნამდვილი სვანური კუბდარი თეთნულდის მთებიდან ჩამოტანილი გიცრულით მზადდება.უნიკალურია ჩვენი საფირმო კუთხური ასორტები: კახური მრავალჟამიერი, მეგრული ნანა, იმერული ნანინა. ამ კერძის დაგემოვნებისას ნამდვილად დაბრუნდებით სოფლად, იმერელი მოსიყვარულე და თბილი ბებიის გაშლილ სუფრასთან. ვცდილობთ, ქართული კერძების მაქსიმალურად ორგინალური, გემრიელი და ამავდროულად, ჯანსაღი ვარიანტი შევთავაზოთ მომხმარებელს,“ - დაამატა სალომე მეზურნიშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, ქართული სამზარეული, რომელზე მოთხოვნაც ქვეყანაში მზარდია, მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ქართველი შეფების დამსახურებაა, რომ ტრადიციული კერძების გათანამედროვება მათი ღირებულებების დაკარგვის გარეშე ხდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული სამზარეულო აქტუალობას არასდროს კარგავს.

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

არ მოტყუვდე მანქანის შეძენისას, შეამოწმე ვინ კოდი

მითები და რეალობა საკრედიტო ისტორიის შესახებ