ავტორი:

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა ნამდვილად არაა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდების ასაკში იჩინა თავი.

როგორც წესი, ყბა-სახის მიდამოში კისტების აღმოჩენა დროულად ვერ ხდება, რადგან ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ და უმტკივნეულოდ. მისი აღმოჩენა ხდება ხოლმე დაგვიანებით, როდესაც წარმონაქმნი მიაღწევს დიდ ზომებს ან შემთხვევით გამოვლინდება საკონტროლო კვლევების დროს.

ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ანგიოქირურგისა და ყბა-სახის ქირურგის ერთობლივი ჩართულობით, ახალგაზრდა გოგონას კისრის მიდამოდან დიდი ზომის დაჩირქებული კისტოზური წარმონაქმნი ამოუღეს. მეტად რთული და საინტერესო ოპერაციის შესახებ თავად ყბა-სახის ქირურგი ბექა ბაკურაძე გვესაუბრება.

რა ჩივილებით მოგმართათ პაციენტმა?

პაციენტს აწუხებდა ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა. მიზეზი ამისა კი იყო ის, რომ კისტური წარმონაქმნი აწვებოდა მაგისტრალურ სისხლძარღვებს და იწვევდა თავის ტვინის სისხლით მომარაგების დეფიციტს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტმა უკვე იცოდა კისტოზური წარმონაქმნის შესახებ, რადგან მანამდე კისტის დაჩირქების გამო ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია ჩირქგროვის დასადრენირებლად. ამჯერად კი ოპერაციული მკურნალობა ჩატარდა გეგმიურად, წინასწარ მომზადდა ანტიბიოტიკოთერაპიით, გაიარა ანგიოქირურგის კონსულტაცია და ჩატარდა მაგნიტორეზონანსული კვლევა კონტრასტით და დაიგეგმა ოპერაცია.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა და რატომ იყო ის განსაკუთრებული?

წარმონაქმნი იყო განსაკუთრებულად დიდი ზომის და თან დაჩირქებული. ის ღრმად იჯდა კისრის ქსოვილებში ისე, რომ შეხებაში იყო საძილე არტერიასთან და საუღლე ვენასთან. იწყებოდა იმ ადგილში სადაც არტერია გარეთა და შიდა საძილე არტერიებად იყოფა და გრძელდებოდა კისრის ყბაყურა ჯირკვლის მიდამოებამდე, თითქმის ყურის ნიჟარამდე.

კისტის გარსის სრული ამოღება მოხდა. ზოგადად, კისტის ამოკვეთის ოპერაციები იშვიათი არ არის, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა გამორჩეული იყო მისი რთული ლოკაციის გამო. ამაზე უფრო დიდი ზედაპირული წარმონაქმნებიც ამოგვიღია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს მილიმეტრებით ვშორდებოდით. სწორედ ამიტომ ორმა ქირურგმა, ანგიოქირურგმა -გიგი ბრეგაძემდა მე, ყბა-სახის ქირურგმა - ბექა ბაკურაძემ ვიმუშავეთ.

ოპერაცია რამდენ ხანს გაგრძელდა?

ოპერაცია 1 საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ანთებითი პროცესების გამო შეხორცებები იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კისტას მდებარეობაც საკმაოდ რთული ჰქონდა. სწორედ ამიტომ დასჭირდა წანაზარდის ამოღებას ამდენი დრო. თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. არ დაზიანებულა არც ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი და არც მისი პერიფერიული ტოტი. წარმონაქმნი სრულად ამოღებულია ყოველგვარი გართულებების გარეშე.

ყბა-სახის მიმართულებით „ნიუ ჰოსპიტალსი“ რა მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებაში ცენტრში ხელმისაწვდომია ყბა-სახის მიდამოს დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების სრული სპექტრი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. სადიაგნოსტიკო სერვისები გულისხმობს კვლევების დროულად ჩატარებას, რათა შეირჩეს პაციენტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი წარმატებული მკურნალობისთვის. კვლევებისთვის ვიყენებთ ულტრათანამედროვე აპარატურასა და უახლეს ტექნოლოგიებს.

სულ ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ართროსკოპი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არც ერთ კლინიკას არ აქვს ასეთი თანამედროვე აპარატი. ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრების ოპერაციები ართროსკოპიურად ანუ მინიმალური ინვაზიითგავაკეთოთ. ჩვენს მიმართულებაში მცირე ინვაზიური მიმართულება ნამდვილად ინოვაციაა.

ჩვენს განყოფილებაში, ასევე, თვალის დაზიანებით მოსულ პაციენტებთან ხდება ძვლის ნამსხვრებების ამოღება და თვალბუდის ფსკერის იმპლანტაცია ტიტანის ფირფიტებით.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის