"დამეხმარეთ, გადამარჩენინეთ დედა, გთხოვთ"

"დამეხმარეთ, გადამარჩენინეთ დედა, გთხოვთ"

ვლადიმერ როხვაძე დედის გადასარჩენად მოსახლეობას დახმარებას სთხოვს. როგორც ის აცხადებს, დედამისი სიკვდილს ებრძვის, თავად კი მის სამკურნალოდ მატერიალური საშუალება არ აქვს.

"დამეხმარეთ, გადამარჩენინეთ დედა, გთხოვთ… ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დაწერა და თხოვნა, მაგრამ მეტი გზა აღარ მაქვს. გემუდარებით, თუ ვინმეს შეგიძლიათ, გაიღეთ მოწყალება და თუნდაც 1 ლარით დამეხმარეთ. დედას 2 თვის წინ მოუვიდა ინშემიური ინსულტი, რის შედეგად დაკარგა მეტყველება და წაერთვა მარჯვენა ხელ-ფეხი, სამ დღეში გაეჭედა თიაქარი (ჭიპის თიაქარი ქონდა) და გახდა სასწრაფო საოპერაციო, რისკი იყო უდიდესი, რომ ნარკოზიდან ვერ გამოსულიყო. 7 საათიანმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ შემდგომში დაიწყო ყველაზე საშინელება.

რეამინაციის განყოფილებიდან დედაჩემი ჩამოიყვანეს უდიდესი ნაწოლით, რომელიც დღითი დღე ემატება. წავიდა სიღრმეში და დავიდა ძვლამდე და ახლა დაიწყო ძვლის დაშლა. აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილები აქვს. რა საშუალებაც მქონდა, ყველა ამომეწურა, გამაყუჩებელსაც ვეღარ ვყიდულობ, ექთანმა მოსვლა და შეხვევები შემიწყვიტა იმის გამო, რომ თანხა ვერ გადავუხადე.

ერთი შეხვევა 15 ლარი ღირდა. ვართ სოციალურად დაუცველები. დედას აქვს დიაბეტი, თიაქრის ჭრილობა არ უხორცდება, აქვს დრენაჟი ჩადგმული, ამ ყველაფერს დაერთო თან მალებს შორის ნერვის ჩაყოლა, რომელიც საოპერაციოა, მაგრამ ვერ ვუკეთებთ. გემუდარებით, გევედრებით, დამეხმარეთ დედის გადარჩენაში. მამა 8 წლის ვიყავი, დაგვაყაჩაღეს და მომიკლეს.

ერთადერთი იმედი დედა მყავს ამ ცხოვრებაში და გევედრებით დამეხმარეთ, ტკივილი მაინც შევუმსუბუქო. გთხოვთ, მეგობრებო, დამეხმარეთ. ყველაზე საშინელებაა დედა საწოლზე რომ გიკვდება, ტკივილები კლავს, თვალებით გევედრება მიშველე, მტკივაო და ვერ ეხმარები.

ეს საშინელებაა! მუხლებზე გიდგავართ, თითოეულ თქვენგანს, დამეხმარეთ, გევედრებით. უფალს გეფიცებით სიცოცხლე აღარ მინდა", - ასეთი წერილით მიმართავს როხვაძე ხალხს დასახმარებლად.

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშის ნომერზე GE14BG0000000906309000 ან დარეკოთ ნომერზე 571 09 87 97

იხილეთ ვრცლად

kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა