2014 წელს მეცნიერებმა ცხოველთა სამყაროს 200-ზე მეტი ახალი წარმომადგენელი აღმოაჩინეს

2014 წელს მეცნიერებმა ცხოველთა სამყაროს 200-ზე მეტი ახალი წარმომადგენელი აღმოაჩინეს

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა 2014 წელს, ცხოველთა სამყაროს 221 ახალი წარმომადგენელი აღმოაჩინეს. მათ შორის: ჭიანჭველები, თევზები და ერთი ძუძუმწოვარი ცხოველიც კი. სპეციალისტების თქმით, ამ დროისთვის, მეცნიერები ჩვენი პლანეტის ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობების მხოლოდ 10%-ს იცნობენ.

ძუძუმწოვრის ახალი სახეობა, მეტსახელად "მოხტუნავე" ნამიბიაში აღმოაჩინეს. მისი ზომა 10 სანტიმეტრია, თუმცა, გენეტიკურად ახლად აღმოჩენილი ცხოველი სპილოს ენათესავება. კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორის, მეგ ლოუმანის თქმით, სპეციალისტები დაუღალავად ცდილობენ შეისწავლონ ჩვენი პლანეტის ყველა ადგილი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სახეობის ცხოველები და მცენარეები აღმოაჩინონ, არამედ დაადგინონ მათი დანიშნულება დედამიწის ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნების საქმეში. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს