30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამსახურში მოერიდეთ სიახლეებს, ახალი პროექტების დაწყებას. ეცადეთ, დაასრულოთ მიმდინარე საქმეები. კარგი დღეა საყიდლებისთვის და საჩუქრების შესაძენად.

კურო

საქმეების დასრულებას მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერით შეძლებთ. მთავარია, არ მოგერიდოთ და სთხოვოთ. ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი

ვარსკვლავები თავგადასავლებს გპირდებიან. სარისკო ქმედებებიც კი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ზოგს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის.

კირჩხიბი

მოთმინებით აღიჭურვეთ და საკუთარი საქმეების მოგვარება გავლენიან მეგობრებს სთხოვეთ. საღამო საოჯახო საქმიანობასა და შვილებს დაუთმეთ.

ლომი

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგს კარიერული წარმატება ელის.

ქალწული

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ეცადეთ, თქვენს ოჯახში ჰარმონიამ დაისადგუროს.

სასწორი

კარგი დღეა მეგობრული და საქმიანი შეხვედრებისთვის. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

მორიელი

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი შეხვედრებისა და ახალი პროექტების განსახილველად. პირადი ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

მშვილდოსანი

მოერიდეთ სარისკო და პროვოკაციულ ქმედებებს. ეცადეთ, ეს დღე ისე გაატაროთ, რომ არც საქმიანი და არც სასიყვარულო პარტნიორი არ გაანაწყენოთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს