თავდაცვის სამინისტროსთვის გორში ახალ პოლიგონს ეძებენ

თავდაცვის სამინისტროსთვის გორში ახალ პოლიგონს ეძებენ

გორის სამხედრო ბაზისთვის ახალ პოლიგონს ეძებენ. ეს თემა დაახლოებით ერთი თვის წინ, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ვერხვების დასახლებასთან, მასშტაბური წვრთნები ჩატარდა. არტილერიის და სატანკო ტექნიკის გამოყენებამ ქალაქის მოსახლეობა შეაწუხა. პოლიგონის გადატანის მოთხოვნით ხელმოწერები არაერთხელ შეგროვდა.

"ჩვენ თვითონ ვაჩვენეთ ახალი ტერიტორია ე.წ. ზედაველის მინდვრების ზევით, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს არ მოეწონათ" - განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის მხარის გუბერნატორთან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების შეხვედრისას.

შეთავაზებული ტერიტორია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულია.

"ბატონო გოჩა, არ გინდათ სამხედროებმა თქვენი რაიონი დაიცვას?" - უთხრა შეხვედრაზე ხუმრობით გორის მერმა კასპის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილის.

"არა, პატივცემულო, არ გვჭირდება, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ", - უპასუხა გოჩა გოჩიტაშვილმა.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა