იჩქარეთ დაოჯახდეთ, გახდეთ მშობელი, შეიყვაროთ... 2015 ქალების წელია

იჩქარეთ დაოჯახდეთ, გახდეთ მშობელი, შეიყვაროთ... 2015 ქალების წელია

ახალი წლის დადგომამდე ფაქტობრივად თითებზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა და სადღესასწაულო ფუსფუსი დღითი დღე ძალაში შედის. ძალიან ბევრ თქვენგანს აინტერესებს ალბათ, კონკრეტულად რას მოუტანს მას დამდეგი "ეკოლოგიურად სუფთა" ცხვრის წელი. "ეკოლოგიურად სუფთა" – ეპითეტი გამომდინარე იქედან, რომ წლის მმართველის ფერი არის ლურჯი/მწვანე, სტიქია კი ხეა. ამიტომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით ბუნებასთან, ბუნებრიობასთან და ადამიანურობასთან მით უფრო კალთა-ბედნიერი და ნაყოფიერი შეიძლება გახდეს თხის წელი ჩვენთვის.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დამდეგი 2015 წელი ინური (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი წელიწადია. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ასტროლოგიური გათვლით, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი პლანეტა იუპიტერი ითვლება მომავლი წლის მფარველად. აქედან გამომდინარე ერთობ პერსპექტიული, სტაბილური და მატერიალურ წინსვლაზე ორიენტირებული წელიწადი გველის. თუმცა, რაკიღა წლის სტიქია ხეა, ენერგეტიკა კი გამორჩეულად ქალური, ამასთან ერთად იუპიტერი გაფართოება/გაბევრების საკითხზე აგებს პასუხს. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წელი ქალთა სქესისთვის იქნება განსაკუთრებით პოზიტიური ძვრების მომტანი. ეს ის წელია, როცა საუკეთესო პერიოდი დგება ოჯახის შესაქმნელად, სასიყვარულო გულწრფელი ურთიერთობების დასაწყებად და რაც მთავარია, ორსულობა/მშობიარობის დასაგეგმად. ცხვრის წელის ენერგეტიკა ამ შემთხვევაში ხელს შეუწყობს ზემოხსენებული მოვლენების წინ წამოწევას ბევრი მანდილოსნის ცხოვრებაში და ამ მხრივ განსაკუთრებით მომგებიანი წლის მეორე ნახევარი იქნება.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს