აშშ-ში ორი წლის ბავშვმა დედა მოკლა

აშშ-ში ორი წლის ბავშვმა დედა მოკლა

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში ორი წლის ბავშვმა პისტოლეტიდან გასროლით საკუთარი დედა მოკლა. "ბიბისის" ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ ჰეიდენში მდებარე სუპერმარკეტ Walmart-ში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში ყოფნისას პატარა ბიჭუნა დედის ჩანთაში ჩაძვრა და პისტოლეტს გამოკრა ხელი. ბავშვის დედა, 29 წლის ვერონიკა ჯეი რუთლეჯი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

"ბიბისის" ცნობით, გარდაცვლილი ქალბატონი მაღაზიაში თავის სხვა შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ქალს იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს