2014 მიიწურა - ხალხის თვალით დანახული კახეთის რეგიონი

2014 მიიწურა - ხალხის თვალით დანახული კახეთის რეგიონი

როგორია ხალხის თვალით დანახული 2014 წელი? - რადიო "ჰერეთმა" გასული წელი რიგით ადამიანებს შეაჯამებინა.

"ყველა დამოკიდებული ვართ ბანკზე. ახლა მე თვითონაც 3 000 ლარი გამომაქვს. გლეხმა ვერ ამოისუნთქა. სიმინდის მოსავალი არ მოვიდა და გლეხმა რა უნდა გააკეთოს? სიმინდს მოჰყავს დანარჩენი ჩვენი მოსავალიც - ღორს ზრდის, ქათამს, ცოტა შეღავათია და გავდივართ იოლად. წელს არ იყო მოსავალი" - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი, რომელიც წინასაახალწლო დღეებშიც კი ბანკში სესხს აფორმებდა.

სიღნაღში მცხოვრები გურამ ნონიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი დაპირება, რომ ქვეყანაში პენსიები 220 ლარამდე გაიზრდებოდა, არ შესრულდა:

"რასაც შეჰპირდნენ ხალხს, არაფერი არ გაუკეთებიათ. თვითონ ამდენი პრემიები დაიმატეს, ხალხს - 150 ლარზე 10 ლარი და, ისიც, მომავალ სექტემბრამდე ან იცოცხლებენ, ან არა. ეს ხომ არ არის მართალი?"

არიან ისეთებიც, ვისთვისაც 2014 წელი კარგი იყო:

"ძალიან არ მიჭირს, მაინც კმაყოფილი ვარ ამ მთავრობის".

"მე კმაყოფილი ვარ ყველაფრით. 70 წლის კაცი ვარ და მშვიდობა იყოს, სხვა არაფერი აღარ მინდა".

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა