"სმა-ჭამა დიდად შესარგი" კუჭის ტკივილად რომ არ გექცეთ

"სმა-ჭამა დიდად შესარგი" კუჭის ტკივილად რომ არ გექცეთ

საახალწლო ზეიმი წარმოუდგენელია საგანგებოდ გაშლილი, ნუგბარი კერძებით დახუნძლული სუფრის გარეშე . სხვა საქმეა, "სმა-ჭამა დიდად შესარგი" ვის როგორ ერგება და რა სიამოვნებას ჰგვრის საბოლოოდ.

რამდენიმედღიანი გადაბმული საახალწლო სუფრის შემდეგ კუჭის არეში მუდმივი სიმძიმის შეგრძნება ჩვეულებრივი მოვლენაა. დღესასწაულის შემდგომი გამწვავებებით ახალი წელი რეკორდსმენია. მთავარი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაძღომაა. გახსოვდეთ, ამ დღეებში კუჭსა და ღვიძლს ყველაზე მეტად უჭირთ, განსაკუთრებით _ იმ ადამიანების კუჭსა და ღვიძლს, ვინც სხვა დღეებში მაინც და მაინც მრავალფეროვან საკვებს არ მიირთმევს და კვების რაციონალური რეჟიმითაც არ გამოირჩევა, ახალი წლის დღეებში კი, არიქა, სანამ სუფრაზე ყველაფერი უხვადაა, მოვასწრო და მივრთვაო, უკლებლივ ყველაფერს ჭამს და თანაც უზომო რაოდენობით. ამის გამო მხოლოდ ქრონიკული დაავადებები კი არ მწვავდება, არამედ ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც კი იჩენს თავს, რომელთა არსებობა ადამიანს მანამდე აზრადაც არ მოსდიოდა.

ახალი წლის დღეებში ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის სიჭარბის გამო პანკრეატიტის გამწვავება პიკს აღწევს. საერთოდ, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, "მშიერ წლებში" პანკრეატიტი იშვიათობა იყო, დღეს კი მეტად გავრცელებული პათოლოგიაა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს